ᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲐ

პროგრამები

მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამა

მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ეთიკურ ღირებულებებზე, პიროვნების პატივისცემასა და მინიმალურ ჩარევაზე დამყარებული სამედიცინო განათლების მიღების უზრუნველყოფა. პროგრამით გამოყოფილია ჯანმრთელი ორგანიზმის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესწავლის ეტაპები, რომლებშიც გამოყენებული ვერტიკალური და ჰორიზონტალური ინტეგრაციის ელემენტები სწავლების პროცესს სისტემურსა და თანმიმდევრულს ხდის.

ნახვა

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამა

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალი ღირებულებების და პასუხისმგებლობის მქონე ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის დარგის სპეციალისტი, რომელიც მიმართავს თავის ცოდნას და უნარებს პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისკენ. პროგრამის სტრუქტურა და შინაარსი სტუდენტს აძლევს ინტეგრირებულ ცოდნას ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირბის, პათოლოგიური მდგომარეობის აღდგენის და ადაპტაციური უნარების შესახებ.

ნახვა

სამედიცინო რეაბილიტაციისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე, კონკურენტუნარიანი სპეციალისტები. აღჭურვოს ისინი მულტიდისციპლინარულ გუნდში მუშაობისთვის და საერთაშორისო დონეზე კონკურენტულ გარემოში წარმოჩენისთვის საჭირო ცოდნით და უნარებით.

ნახვა

მედიცინის სადოქტორო პროგრამა

პროგრამის მიზანია პიროვნების თავისუფალი განვითარების ხელშეწყობა და ინდივიდის თვალსაწიერის გაფართოება არსებული ცოდნის გაღრმავებისა და ახალი და ეფექტური მეთოდების დანერგვის გზით მედიცინაში. კვლევისა და სწავლებისთვის საჭირო კომპეტენციათა განვითარების ხელშეწყობა ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს VIII დონის შესაბამისად.

ნახვა

საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამა

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალი ღირებულებების და პასუხისმგებლობის, ჯანდაცვის სფეროში მუშაობისათვის საჭირო უნარების მქონე საექთნო საქმის სპეციალისტი, რომელიც იქნება კომპეტენტური და კონკურენტუნარიანი მულტიკულტურულ გარემოში და გამოიყენებს თავის ცოდნას და უნარებს საექთნო საქმის მართვისა და პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.

ნახვა

ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა

პროგრამის მიზანია მისცეს სტუდენტს ფარმაცევტულ ინდუსტრიაში არსებული თანამედროვე გამოწვევების და მოთხოვნების შესაბამისი ცოდნა, განუვითაროს პრაქტიკული უნარები, რომელიც გამოადგება სფეროში დასაქმებისთვის.

ნახვა

სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების სადოქტორო პროგრამა

პროგრამის მიზანია პიროვნების თავისუფალი განვითარების ხელშეწყობა და ინდივიდის თვალსაწიერის გაფართოება არსებული ცოდნის გაღრმავებისა და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში ახალი მეთოდების დანერგვის გზით, ინტერდისციპლინური და ტრანსლაციური კვლევების განხორციელების წახალისება, ღია სამეცნიერო პლატფორმის ჩამოყალიბება ადგილობრივი და საერთაშორისო კოლაბორატორების თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად.

ნახვა

პერსონალი