კვლევითი პრიორიტეტები
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კვლევით საქმიანობას გამოარჩევს პრაქტიკულ გამოყენებაზე ორიენტაცია, მულტიდისციპლინურობა და საერთაშორისო თანაშრომლობაზე ორიენტაცია, იქნება ეს მოქმედ კვლევით კლასტერებთან ინტეგრაცია, ერთობლივ სადოქტორო პროგრამებში ჩართულობა თუ ახალი კვლევითი მიმართულებების ინიცირება/განვითარება.
კვლევითი პრიორიტეტების შესახებ გადაწყვეტილება ეფუძნება უნივერსიტეტის მისიას, ხედვასა და ღირებულებებს, კერძოდ, ემსახურება შესაბამისი დარგის განვითარებასა და სიახლის დანერგვას ისე, რომ სრულად იყოს საზოგადოებრივ საჭიროებებზე ორიენტირებული. ასეთი ტიპის კვლევები ხორციელდება როგორც სადოქტორო კვლევების, დოქტორანტების სემინარებისა და სამაგისტრო ნაშრომების ფორმატში, ასევე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის კვლევებში.
ნვუ-ს კვლევითი სტრატეგია უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის ნაწილია. კვლევითი საქმიანობის განვითარება, როგორც სტრატეგიული პრიორიტეტი, გულისხმობს კვლევითი საქმიანობის შედეგების ხარისხის, კვლევითი პროდუქტიულობის, ინტერდისციპლინური კვლევის, კვლევის მხარდამჭერი სისტემების, ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერას და სხვა მიზნებსა თუ აქტივობებს, რაც გააუმჯობესებს უნივერსიტეტის პოზიციონირებას საერთაშორისო კვლევით სივრცეში.

ბიოსამედიცინო 3D/4D მიკრო, ულტრა და ნანო-იმიჯინგი
ცენტრის კვლევები კონცენტრირებულია ბირთვულ და ბირთვაკულ არქიტექტურაზე, რიბოსომული დნმ-ის დინამიკაზე, ონკოდიაგნოსტიკაზე, ქსოვილოვან ინჟინერიასა და რადიოლოგიურ (სხივურ) თერაპიაზე.
კვლევის ძირითადი სფეროებია:
- rRNA გენებისა და სატელიტური დნმ-ის სექვენირება და კარტირება
- ბირთვაკის სტრუქტურული პარამეტრები კიბოს დიაგნოსტიკაში
- ახალი ბიომასალები და ლაბორატორიული ქსოვილოვანი კონსტრუქტების პროტოტიპები
- დასხივებით გამოწვეული ბირთვული და ბირთვაკული ცვლილებები
- ახალი ანტისიმსივნური სტრატეგიები: ადამანტანი, როგორც პოტენციური ქიმიოთერაპიული პრეპარატი.

საზოგადოების ტრანსფორმაცია ფეხბურთის „რბილი ძალით“
კვლევითი მიმართულება ფეხბურთს საზოგადოებრივი ტრანსფორმაციის „რბილ“ ინსტრუმენტად განიხილავს და სწავლობს მის გავლენას საზოგადოების ქცევაზე, ინტერპერსონალურ კომუნიკაციებზე, ეკონომიკისა და ცალკე აღებული რეგიონის განვითარებაზე.
კვლევის ძირითადი სფეროებია:
- დადებითი ცვლილების მულტიპლიკატორული ეფექტი
- პატივისცემის გამოხატვა
- სოციალური კმაყოფილება
სადოქტორო კვლევა
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება აკადემიური სრულყოფილებისა და მოწინავე კვლევის მხარდაჭერით.
უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამები უზრუნველყოფილია თანამედროვე კვლევითი ინფრასტრუქტურით, საერთაშორისო თანამშრომლობითა და დაფინანსების ხელმისაწვდომობით. დოქტორანტებს ეძლევათ შესაძლებლობა იმუშაონ გამოცდილ მკვლევართა ხელმძღვანელობით, ჩაერთონ ინტერდისციპლინურ პროექტებში და საკუთარი წვლილი შეიტანონ რეალური პრობლემების გადაჭრაში.
ინოვაციასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული მიდგომით, უნივერსიტეტი ამზადებს მომავლის მეცნიერებს, რომლებიც ლიდერები იქნებიან აკადემიურ სფეროში, კვლევასა და პროფესიულ საქმიანობაში როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
