სტუდენტური საზოგადოებები
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ქმნის ინკლუზიურ საუნივერსიტეტო გარემოს სხვადასხვა სტუდენტური საზოგადოების მეშვეობით. სტუდენტური კლუბები აერთიანებს საერთო ინტერესების მქონე ინდივიდებს და საშუალებას აძლევს მათ გაიმრავალფეროვნონ საუნივერსიტეტო გამოცდილება.
სტუდენტური საზოგადოებების მნიშვნელობა და როლი
პიროვნული ზრდა
ახალგაზრდებს აწვდის პლატფორმას ინტერესების, ახალი უნარების შეძენისა და გამოცდილების მისაღებად სალექციო სივრცის მიღმა. ეს არის პიროვნული განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის შესანიშნავი გზა.
ერთიანობის ფორმირება
ხელს უწყობს თანატოლებს შორის მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და კუთვნილების განცდის გაღრმავებას, რაც ქმნის მხარდაჭერის ქსელსა და აძლიერებს შეგრძნებას ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ერთიანი ოჯახის წევრობისა.
ლიდერობა და თანამშრომლობა
საზოგადოებები სტუდენტებს აძლევს ლიდერული როლის მორგებისა და სხვებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას. ამგვარი გამოცდილება ავითარებს მნიშვნელოვან ლიდერულ და გუნდურ უნარებს, რაც ხელს უწყობს როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ ზრდას.
განსხვავების შექმნა
სტუდენტებს ეძლევა შანსი, წვლილი შეიტანონ მნიშვნელოვანი იდეებისა და ინიციატივების განხორციელებაში. იქონიონ პოზიტიური გავლენა გარშემომყოფსა და ფართო საზოგადოებაზე.
უნივერსიტეტის მართვაში ჩართულობა
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს გაზიარებული მმართველობის პრინციპით, სადაც სტუდენტები, როგორც უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების ბირთვი, მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღებისა და მმართველობით პროცესებში. უნივერსიტეტის თითოეულ კომიტეტში წარმოდგენილია სტუდენტი წევრი, არჩეული სტუდენტების მიერ.
თითოეული მათგანი არის კომიტეტის სრულუფლებიანი წევრი, რომელიც მონაწილეობს საკითხების განხილვაში, დაგეგმვასა და ხმის მიცემის/გადაწყვეტილების მიღების პროცესში.კომიტეტებში სტუდენტთა წარმომადგენლობა უზრუნველყოფს მათი ინტერესებისა და ხმის დაცვას.
საუნივერსიტეტო კომიტეტების მიმდინარე სტუდენტი-წევრები, არჩეული 2025 წლის მაისში:
ხარისხის კულტურის კომიტეტი
-მეგჰანა გოვინდრაჯ (მედიცინის სკოლა)
სტრატეგიული განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის კომიტეტი
-ეთერ ასანაშვილი (ბიზნესისა და გამოყენებითი მეცნიერებების სკოლა);
საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტი
-როჰიტ ალექსანდერ პარიმალა (მედიცინის სკოლა)
იურიდიული კომიტეტი
-ნინო მხეიძე (სამართლის სკოლა)
ფინანსური და საოპერაციო კომიტეტი
-ოთარი დონაძე (ბიზნესისა და გამოყენებითი მეცნიერებების სკოკლა)
კვლევისა და ინოვაციების კომიტეტი
-ლია თაზიაშვილი (მედიცინის სკოლა, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების სადოქტორო პროგრამა)
სტუდენტური ცხოვრების კომიტეტი
-ზოია მწითურიძე (სამართლის სკოლა)
ციფრული ტრანსფორმაციის კომიტეტი
-სულემან იმრან (სტომატოლოგიის სკოლა)
სტუდენტური თვითმმართველობა
უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად, სტუდენტი უფლებამოსილია, აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში. სტუდენტური თვითმმართველობის შექმნის გადაწყვეტილება მიიღება სტუდენტთა საერთო კრებაზე ხმათა უმრავლესობით.
სტუდენტთა საერთო კრება ამტკიცებს თვითმმართველობის პირველ დებულებას, რომელიც უწდა შეიცავდეს: სტუდენტურ თვითმმართველობაში სკოლებიდან წარმომადგენლების რაოდენობას, წევრების არჩევის წესსა და ვადას; გადაწყვეტილების მიღების წესს; დებულებაში ცვლილების შეტანის წესს.












