ჩატარებული ღონისძიებები

Blades And Beyond

ვორქშოპების სერია ნაკერის დადების ტექნიკებზე 2026


2026-2027 წლების შემოდგომის სემესტრში კლუბმა სტუდენტებისთვის ნაკერების დადების პრაქტიკული კურსი ჩაატარა. ვორქშოპების სერია გაგრძელდა ოქტომბერ-ნოემბერში.

კურსის მიზანი იყო ჭრილობის დახურვის თეორიული საფუძვლებისა და რეალური კლინიკური უნარების ერთმანეთთან დაკავშირება. შეხვედრები წარიმართა სტრუქტურირებულად, მენტორების ზედამხედველობით და მოიცავდა როგორც საბაზისო, ისე კომპლექსურ ქირურგიულ ტექნიკებს. პროგრამა გათვლილი იყო ორ სხვადასხვა, საბაზისო და რთულ, დონეზე. 

საბაზისო მოდული დაეთმო ჭრილობის დახურვის ფუნდამენტურ პრინციპებს, ქირურგიულ უსაფრთხოებას, ასეპტიკა-ანტისეპტიკის წესებსა და ინსტრუმენტების სწორად ხმარებას. მონაწილეებმა შეისწავლეს და პრაქტიკაში გამოსცადეს მარტივი კვანძოვანი, მარტივი უწყვეტი, ასევე ვერტიკალური და ჰორიზონტალური მატრასული ნაკერები.

მეორე დონის მოდული მოიცავდა უფრო რთულ და დახვეწილ მეთოდებს. სტუდენტებმა ივარჯიშეს ქირურგიული კვანძების შეკვრაში, უწყვეტი კანქვეშა (subcuticular), რვასებრი და სუბდერმალური ნაკერების სწორად დადებაში.

გადაუდებელი მედიცინა

2024 წლის 30 მაისს Blades & Beyond-მა ნიუ ვიჟენის ეკო-კამპუსში გამართა ინტენსიური და საგანმანათლებლო სემინარი გადაუდებელი მედიცინის თემაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა დარგის სპეციალისტი, ნიკა ზირაქაშვილი.

ლექტორმა მონაწილეებს გაუზიარა კლინიკურ შემთხვევებზე დაფუძნებული სცენარები და მათზე დაყრდნობით დეტალურად გააანალიზა გადაუდებელი მედიცინის ძირითადი პრინციპები.

სტუდენტებმა მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება, უკეთ გაითავისეს გადაუდებელი დახმარების სფეროში არსებული გამოწვევები და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობა.

მენტორობის პროგრამა

პროგრამა მედიცინის სტუდენტებს სთავაზობს ინდივიდუალურ მხარდაჭერას პროფესიული გზის თითოეული ეტაპის დაგეგმვაში. B&B-ის მენტორობის სქემა მოიცავს:

ხარისხიან მენტორობას: სწავლება გამოცდილი მენტორების ხელმძღვანელობით, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს მედიცინის სხვადასხვა დარგში.

პრაქტიკულ რეკომენდაციებს: რჩევები და სტრატეგიები აკადემიური წინსვლისთვის, კლინიკური უნარებისა და პიროვნული განვითარების გასაუმჯობესებლად.

მუდმივ მხარდაჭერას: მენტორები მზად არიან რეგულარად გაუწიონ კონსულტაცია სტუდენტებს.

რენტგენოლოგიის სემინარი (RadioMastery)


კლუბის ორგანიზებით 2023 წლის 20 დეკემბერს ჩატარდა ვორქშოპი სახელწოდებით _ RadioMastery, რომელსაც ხელმძღვანელობდა გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტი ნიკა ზირაქაშვილი.

ვორქშოპი ორიენტირებული იყო პრაქტიკულ სწავლებაზე: მონაწილეებმა რეალურ კლინიკურ შემთხვევებზე დაყრდნობით ისწავლეს რადიოგრაფიული გამოსახულებების ინტერპრეტაცია. ღონისძიება განსაკუთრებულად ღირებული აღმოჩნდა იმ სტუდენტებისათვის, რომელთაც სურდათ უნარების გაღრმავება რადიოლოგიაში და გადაუდებელი მედიცინის სფეროს უკეთ გაცნობა.

Blades & Beyond

Blades & Beyond-ის მისიაა, გახდეს საყრდენი სტუდენტებისათვის მედიცინის მიმართულებით სიღრმისეული და მრავალმხრივი განვითარების გზაზე. ორგანიზაცია მიზნად ისახავს სტუდენტების კლინიკური უნარების გაძლიერებას და მათთვის სხვადასხვა მიმართულებების აღმოჩენის შესაძლებლობის მიცემას შინაგანი მედიცინიდან ქირურგიულ დისციპლინებამდე.
მრავალფეროვანი ღონისძიებების, სემინარებისა და პრაქტიკული სამუშაო შეხვედრების მეშვეობთ Blades & Beyond ხელს უწყობს კომპეტენციების გაღრმავებასა და მედიცინის ტრადიციული ჩარჩოების მიღმა პროფესიული ხედვის გაფართოებას, რაც ქმნის ნიადაგს მრავალმხრივი და დაბალანსებული სამედიცინო კარიერისათვის.