მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამა
მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის (360 კრედიტი) მიზანია გულისხმიერი, კომპეტენტური, სანდო ექიმების აღზრდა შედეგზე ორიენტირებული სწავლების მეთოდის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვისა და ბიოსამედიცინო კვლევის მაღალ ხარისხს აკადემიურ, სტაციონარულ და ამბულატორიულ გარემოში. პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტთა განათლებას უპირატესად პრაქტიკულ გარემოში (სადაც მიღებული თეორიული ცოდნის და პრაქტიკული უნარების კომპეტენციები ერთმანეთთან შესაბამისობაშია), რომლის საფუძველია ეთიკური ღირებულებები, ინდივიდის ავტონომიის პატივისცემა და ექიმის რაციონალური და ეფექტიანი ჩარევის იდეა. პროგრამის მიზანია, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი გლობალური სტანდარტების დაცვა და TUNING/MEDINE-ის მიერ სამედიცინო განათლების პირველი საფეხურისთვის განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევა.
სწავლებისა და შეფასების მეთოდები უზრუნველყოფს თეორიული ცოდნისა და მოპოვებული კომპეტენციების პრაქტიკაში შესაბამისად გამოყენებას. შედეგზე ორიენტირებული (დაფუძნებული) განათლების პრინციპები გულისხმობს სწავლებას, სწავლას და შეფასებას, რომელიც ხორციელდება კურსდამთავრებულთა წინასწარგანსაზღვრული კომპეტენციების საფუძველზე, „თავიდან ბოლომდე“ პრინციპის შესაბამისად.
მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამა წარმოდგენილია ოთხდონიანი სპირალით, რომელიც მიმართულია ცოდნის ათვისებისკენ და უნარებისა და ღირებულებების გამომუშავებისკენ. ყოველი მომდევნო დონე დაფუძნებულია წინამორბედ ეტაპზე და სწავლის უფრო რთულ მიზნებს ემსახურება.
- სპირალური კურიკულუმის პირველი დონე (120 კრედიტი) წარმოდგენილია ერთმანეთში ფართოდ ინტეგრირებული სხეულის სისტემების (ანატომია, ფიზიოლოგია) და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების (ბიოქიმია, მოლეკულური ბიოლოგია, ჰისტოლოგია) სავალდებულო მოდულებით, რომლებიც ვერტიკალურად დაკავშირებული არიან პათოლოგიის შემაჯამებელ კურსთან და მედიცინის ძირითადი ღირებულებების, კლინიკური უნარების და კვლევის მეთოდების თანმხლებ კომპონენტებთან.
- სპირალური კურიკულუმის მეორე დონე (60 კრედიტი) მოიცავს დამაკავშირებელ (პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების დამაკავშირებელი კურსი, ფარმაკოლოგია, სიტემური პათოლოგია) და სინერგიულ კურსებს (ფიზიკური დიაგნოზი, საოჯახო მედიცინა I, ზოგადი ქირურგია და სხვა), რომლებიც აკავშირებს ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებების და დაავადებების სიმპტომების ცოდნას დიაგნოსტირების თანამედროვე პრინციპების და მეთოდებისა პრაქტიკულ გააზრება/გამოყენებასთან.
- სპირალური კურიკულუმის მესამე დონე (120 კრედიტი) ეთმობა დაავადებებისა და სინდრომების მკურნალობის შესწავლას მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის საფუძველზე შემუშავებული კლინიკური მდგომარეობის მართვის უახლესი გაიდლაინების და პროტოკოლების შესაბამისად. ის მიმართულია წინა დონის კომპეტენციების გამეორებაზე (რევიზიტის) და ამავე დროს, მასზე ზედნაშენი ცოდნის, უნარ-ჩვევების და ღირებულებების გაღრმავებაზე და განავითარებაზე უფრო მაღალი დონის კომპლექსური ამოცანის გადასაჭრელად.
- მეოთხე ეტაპი (60 კრედიტი) დაფუძნებულია წინა ეტაპებზე მიღებულ კომპეტენციებზე და ხელს უწყობს რეალური სამყაროს გამოწვევების ტრანსდიციპლინურ აღქმას. ამგვარად, სწავლის საბოლოო და უმაღლესი დონის მიზნები მიიღწევა პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნით, ღირებულებებითა და უნარებით ცალკე საგნობრივი სპეციფიკის დამოუკიდებლად.
პროგრამა (კვალიფიკაცია)დიპლომირებული მედიკოსი
კრედიტი/ხანგრძლივობა360 კრედიტი / 6 წელი
სწავლის წლიური ღირებულება7500 ₾ * სახელმწიფო გრანტის (50%, 70% ან 100%) არსებობის შემთხვევაში სტუდენტი სრულად თავისუფლდება საფასურის გადახდისგან.
სწავლების ენაინგლისური