ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამა

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალი ღირებულებების და პასუხისმგებლობის მქონე ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის დარგის სპეციალისტი, რომელიც მიმართავს თავის ცოდნას და უნარებს პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისკენ. პროგრამის სტრუქტურა და შინაარსი სტუდენტს აძლევს ინტეგრირებულ ცოდნას ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირბის, პათოლოგიური მდგომარეობის აღდგენის და ადაპტაციური უნარების შესახებ, ასევე პროგრამის ფარგლებში ხდება ტრანსფერული უნარების გამომუშავება, რაც კურსდამთავრებულს ხდის კონკურენტურნარიანს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

სწავლების პროცესში გამოყენებული თანამედროვე მეთოდები საინტერესოს ხდის სტუდენისთვის სწავლის პროცესს, ხოლო ადრეულ ეტაპზე ამბულატორიულ და ჰოსპიტალურ პრაქტიკაში ჩართვა, კლინიკური უნარების გამომუშავების და პროფესიონალად ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა.

პროგრამა (კვალიფიკაცია)ბაკალავრი
კრედიტი/ხანგრძლივობა240 კრედიტი / 4 წელი
სწავლის წლიური ღირებულება2250 ₾
სწავლების ენაინგლისური