მედიცინის სადოქტორო პროგრამა
პროგრამის მიზანია პიროვნების თავისუფალი განვითარების ხელშეწყობა და ინდივიდის თვალსაწიერის გაფართოება არსებული ცოდნის გაღრმავებისა და ახალი და ეფექტური მეთოდების დანერგვის გზით მედიცინაში. კვლევისა და სწავლებისთვის საჭირო კომპეტენციათა განვითარების ხელშეწყობა ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს VIII დონის შესაბამისად.
უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნის მიღება, რაც არსებული ცოდნის ინოვაციური და ეფექტური მეთოდების გამოყენებით გაფართოების საშუალებას იძლევა (რეფერირებადი პუბლიკაციისათვის აუცილებელი სტანდარტის დონეზე); ახალი, რთული და წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომების ანალიზის უნარის განვითარება; პრობლემის გადაჭრისათვის ეფექტური გადაწყვეტილების მიღება; ინოვაციური და აქტუალური კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვა, განხორციელება და ზედამხედველობა, აგრეთვე ინოვაციური და აქტუალური კვლევის შედეგების დასაბუთებულად და გარკვევით წარმოჩენა; ახალი იდეების განვითარებისთვის მზაობა და ახალ ღირებულებათა დამკვიდრების გზების კვლევა ან არსებულ ღირებულებათა დასამკვიდრებლად ინოვაციური და აქტუალური მეთოდების შემუშავება.