ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის სამაგისტრო პროგრამა
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სამაგისტრო პროგრამის მიზანია ჯანდაცვის სპეციალისტების აღჭურვა საჭირო ცოდნითა და უნარებით, რომლითაც ისინი შეძლებენ იმ პირთა ცხოვრების ხარისხის ამაღლებას
რომლებიც ცდილობენ გაიუმჯობესონ თავიანთი ჯანმრთელობა, ფიზიკური ფუნქციონირება და მობილურობა. პროგრამა ფოკუსირებულია იმ პირთა დიაგნოსტიკაზე, მართვასა და მკურნალობაზე, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ ოპტიმალური ფიზიკური მაჩვენებლებისა და ფუნქციონალურობის მისაღწევად სხვადასხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის ან აღდგენის საჭიროებების გამო.
სამაგისტრო პროგრამა კურსდამთავრებულებს მისცემს შესაძლებლობას, მოახდინონ სწავლის პროცესში შეძენილი თეორიული ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ საქმიანობაში ინტეგრირება. პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების სტრატეგია და მეთოდოლოგია მიზნად ისახავს პროგრამის მონაწილეთა ცოდნისა და უნარების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების შესაძლებლობის გაუმჯობესებას.
კვალიფიციური კურსდამთავრებული, შესაბამისი პროფილის მიხედვით, შეძლებს გახდეს სამედიცინო რეაბილიტაციის კლინიკის, გუნდის, წარმატებული წევრი ასევე, მათ ექნებათ შესაძლებლობა გააგრძელონ სწავლა და სამეცნიერო მუშაობა განათლების შემდეგ ეტაპზე.