საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამა
პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალი ღირებულებების და პასუხისმგებლობის, ჯანდაცვის სფეროში მუშაობისათვის საჭირო უნარების მქონე საექთნო საქმის სპეციალისტი, რომელიც იქნება კომპეტენტური და კონკურენტუნარიანი მულტიკულტურულ გარემოში და გამოიყენებს თავის ცოდნას და უნარებს საექთნო საქმის მართვისა და პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.
პროგრამის სტრუქტურა და შინაარსი სტუდენტს აძლევს ინტეგრირებულ ცოდნას ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირბის ნორმისა და პათოლოგიის, საექთნო მოვლის და მართვის პრინციპების შესახებ. პროგრამის ფარგლებში ხდება ტრანსფერული უნარების გამომუშავება, რაც კურსდამთავრებულს ხდის კონკურენტურნარიანს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
პროგრამა შედგენილია ნიდერლანდების წამყვანი უნივერსიტეტების საექთნო საბაკალავრო პროგრამების საფუძველზე და მის განხორციელებაში მონაწილეობენ წამყვანი ჰოლანდიური საექთნო სკოლების (Erasmus University MC; HZ University of Applied Sciences) პედაგოგები, ასევე ევროპის რეანიმაციის საბჭოს (ERC) სერტიფიცირებული ტრენერები. სტუდენტი ცოდნასა და კომპეტენციებს შეიძენს მათი პრაქტიკული მნიშვნელობის თანაზომიერად – სწავლობს იმას, რაც ექთნად დასაქმების პირველივე დღიდან გამოადგება. სწავლების III კურსზე, სტუდენტს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს სად გაივლის პრაქტიკას: საქართველოში თუ ევროპის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. IV კურსიდან სტუდენტი შეძლებს მონაწილეობა მიიღოს ერთწლიან ანაზღაურებად დასაქმების პროგრამაში.