ივანე ვერულაშვილი
პროფესორი ნეირომეცნიერებების მიმართულებით
ივანე ვერულაშვილს 1996 წელს მინიჭებული აქვს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1974-1990 წლებში იგი მუშაობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმ-ნევროლოგად, 2001-2004 წლებში ივანე ვერულაშვილი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნევროლოგიურ სნეულებათა კათედრის პროფესორი, ხოლო 2004-2014 წლებში ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორი ნევროლოგიის დარგში. 2006 წლიდან არის ს. ყიფშიძის სახელობის ნევროლოგიური საზოგადოების თავმჯდომარე. 2015 წლიდან დღემდე მუშაობს შპს „კუზანოვის კლინიკაში“ ექიმ-ნევროლოგად.