ისწავლე სიამოვნებით ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში
აღმოაჩინე შენზე მორგებული გარემო, შექმენი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.
ნვუ — საქართველოს ლიდერი უნივერსიტეტი გლობალურ ინდექსში
THE Impact Rankings-ის მიხედვით, ნვუ მსოფლიოს ლიდერ უნივერსიტეტებს შორისაა და უწყვეტად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს ქართულ უნივერსიტეტებს შორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.
მათ შორის, უნივერსიტეტი იკავებს ტოპ 101-200 პოზიციას მსოფლიოს უნივერსიტეტებს შორის SDG3 — ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიმართულებით.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ქმნის გარემოს, სადაც თითოეული სტუდენტი ანვითარებს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას. სწავლების პროცესი ერგება სტუდენტის ინტერესებს, მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, მიზნებსა და მისწრაფებებს. პერსონალიზებული მიდგომები განათლებაში, პიროვნულ განვითარებასა და კარიერულ ორიენტაციაში ეხმარება მას იპოვოს მისი ინდივიდუალური გზა.
სწავლის პროცესი სავსეა თავგადასავლებით, აღმოჩენებით, სასიამოვნო გამოწვევებითა და შთაგონებით. უნივერსიტეტის ხედვა განათლებაში ეფუძნება მიდგომას „ისწავლე სიამოვნებით“ — ▶ მოისმინე მეტი მის შესახებ.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი დაფუძნებულია სლოგანით „შთააგონე ზრუნვა“, რაც პიროვნებაზე, საზოგადოებასა და გარემოზე ზრუნვაში აისახება. უნივერსიტეტი ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას, რაც საერთაშორისო დონეზეა აღიარებული. მაგალითად, ამის გამოხატულებაა მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში (TIMES HIGHER EDUCATION IMPACT RANKINGS) 101-200-ე პოზიცია ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიმართულებით.
სტუდენტები სწავლის პროცესში ერთვებიან უნივერსიტეტის ინიციატივებში და თავად ხდებიან საზოგადოების კეთილდღეობისათვის საჭირო ცვლილებების მონაწილე. უნივერსიტეტის 10 შვილობილი კომპანია სრულად ფარავს საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებებს და როგორც სამუშაო გამოცდილების, ასევე დასაქმების მრავალფეროვან შესაძლებლობებს ქმნის.
აირჩიე შენი საგანმანათლებლო პროგრამა
სამართალი
გაიგე მეტი →ბიზნესის ადმინისტრირება
გაიგე მეტი →სამოქალაქო ინჟინერიის მენეჯმენტი
გაიგე მეტი →საერთაშორისო ურთიერთობები
გაიგე მეტი →პოლიტიკის მეცნიერება
გაიგე მეტი →მულტიმედია ჟურნალიზმი და კომუნიკაცია
გაიგე მეტი →ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია
გაიგე მეტი →საექთნო საქმე
გაიგე მეტი →ფარმაცია
გაიგე მეტი →მედიცინა
გაიგე მეტი →სტომატოლოგია
გაიგე მეტი →დაფინანსება და გადახდის მოქნილი პირობები
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ხარისხიანი უმაღლესი განათლება ხელმისაწვდომია როგორც 100%-იანი დაფინანსების, ისე სწავლის საფასურის განწილვადებით გადახდის შესაძლებლობით. თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგი გაქვს, შეგიძლია მოიპოვო სრული დაფინანსება, ხოლო სხვა შემთხვევაში ისარგებლო სწავლის საფასურის მოქნილი გადახდის სისტემით.
მიიღე 100%-იანი დაფინანსება
თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით მაღალი აკადემიური მიღწევა გაქვს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში შეგიძლია მოიპოვო 100%-იანი დაფინანსება. სრული დაფინანსების მისაღებად აუცილებელია შემდეგი კრიტერიუმების დაკმაყოფილება:
- სკალირებული საკონკურსო ქულა — 2000 ან მეტი
- მედიცინა და სტომატოლოგია — ბიოლოგიის გამოცდაში მაქსიმალური ქულის 80% ან მეტი
- ბიზნესი — მათემატიკის გამოცდაში მაქსიმალური ქულის 75% ან მეტი
- სხვა საბაკალავრო პროგრამებზე — ნებისმიერი ერთი საგნის გამოცდაში მაქსიმალური ქულის 80% ან მეტი
სწავლის საფასურის განწილვადებით გადახდა
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სწავლის საფასურის განწილვადებით გადახდის მექანიზმით, რომელიც სწავლის ფინანსურ დაგეგმვას უფრო მარტივსა და მოქნილს ხდის.
- გადახდა შესაძლებელია 2, 3 ან 4 ეტაპად თითოეული სემესტრის განმავლობაში
- გადახდის ვადები განისაზღვრება აკადემიური კალენდრის შესაბამისად
- განწილვადებით გადახდის მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, სტუდენტური პორტალის მეშვეობით
- განაცხადები მუშავდება და დასტურდება უმოკლეს ვადაში — სწრაფად, მარტივად და კომფორტულად
გაეცანი უნივერსიტეტის შვილობილ კომპანიებს
10 შვილობილი კომპანია სრულად ფარავს საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებებს და როგორც სტაჟირების, ასევე დასაქმების მრავალფეროვან შესაძლებლობებს იძლევა.
საერთაშორისო გარემო
სტუდენტები და აკადემიური პერსონალი
გაცვლითი პროგრამები და პარტნიორები
სტუდენტური ცხოვრება
სტუდენტებს შეუძლიათ გაერთიანდნენ სტუდენტურ კლუბებში, ჩაერთონ სპორტულ და შემოქმედებით აქტივობებში. აქ ყველას შეუძლია საკუთარი იდეებისა და ინიციატივების ხორცშესხმა. უნივერსიტეტი ზრუნავს სტუდენტთა ფსიქოლოგიურ და ემოციურ კეთილდღეობაზე, ხელს უწყობს ჯანსაღ ცხოვრებას, კარიერულ განვითარებას და სტუდენტების მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში.
დაჯავშნე ვიზიტი ონლაინ
გაესაუბრე ჩვენს წარმომადგენლებს ონლაინ ან პირისპირ.
დაჯავშნე ვიზიტი →