საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს გლობალური პოლიტიკის, საერთაშორისო სამართლის, დიპლომატიისა და უსაფრთხოების საკითხების საფუძვლიან შესწავლას. პროგრამა მიზნად ისახავს ანალიტიკური აზროვნების, კრიტიკული შეფასების და საერთაშორისო პროცესების გააზრების უნარების განვითარებას. სტუდენტები ეცნობიან სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების დინამიკას, საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობასა და თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს. პროგრამა ამზადებს კურსდამთავრებულებს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, დიპლომატიურ სამსახურში, ანალიტიკურ ცენტრებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში კარიერისთვის.
პროგრამა (კვალიფიკაცია)სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი საერთაშორისო ურთიერთობებში
კრედიტი/ხანგრძლივობა180 კრედიტი / 3 წელი
სწავლის წლიური ღირებულება4500 ₾
სწავლების ენაინგლისური