ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
პროგრამა მიზნად ისახავს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში სტუდენტისთვის მრავალმხრივი განათლების შესაძლებლობას რომელიც გამყარებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებითა და ეთიკური ღირებულებების გაცნობიერებით.
მრავალფეროვანი კურიკულუმი ჯანდაცვის, ფეხბურთის, საფინანსო მომსახურებისა და კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის კონცენტრაციების გზით, სტუდენტს აძლევს ცოდნის გაფართოვების შესაძლებლობას სპეციალიზაციის კონკრეტულ სფეროებში.
წარმატების მისაღწევად როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბიზნეს გარემოში სტუდენტები იღრმავებენ ცოდნას მეწარმოებისა და ინოვაციების, სოციალური პასუხისმგებლობის, ოპერაციების მართვის, ადამიანური რესურსებისა და ფინანსების, მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების, ლიდერობისა დამდგრადი განვითარების მიმართულებით.
პროგრამა (კვალიფიკაცია)ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
კრედიტი/ხანგრძლივობა240 კრედიტი / 4 წელი
სწავლის წლიური ღირებულება2250 ₾
სწავლების ენაინგლისური