პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა
პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს პოლიტიკური პროცესების ყოვლისმომცველ და დინამიკურ სწავლებას, განსაკუთრებული ყურადღებით პოლიტიკის სფეროში მიმდინარე ძვრებზე, მმართველობის სისტემებზე, პოლიტიკურ რეჟიმებზე და სხვა. პროგრამა იკვლევს პოლიტიკურ თეორიებს, პოლიტიკურ იდეებს, პოლიტიკურ სისტემებს, საჯარო ადმინისტრირებას საჯარო პოლიტიკას და სხვა. ყურადღება ექცევა როგორც პოლიტიკის მეცნიერებაში მიმდინარე თანამედროვე პროცესებს, ასევე გლობალური პოლიტიკის აქტუალურ მოვლენებს.
სტუდენტები კრიტიკულად აანალიზებენ პოლიტიკური იდეების განვითარებასა და დაპირისპირებას, პოლიტიკური პარტიების როლსა და წარმომადგენლობას, ასევე საარჩევნო სისტემების ფუნქციონირებას როგორც დამკვიდრებულ, ისე განვითარებად დემოკრატიებში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე გამოწვევებს, მათ შორის ინსტიტუციურ ეროზიას, პოპულიზმს, პოლარიზაციას, ლეგიტიმურობისა და სხვა დაკავშირებულ საკითხებს. ამ პერსპექტივით სტუდენტები იკვლევენ, თუ როგორ ეგუებიან პოლიტიკური სისტემები ცვლილებებს, როგორ ეწინააღმდეგებიან მათ ან როგორ განიცდიან ტრანსფორმაციას.
სასწავლო გეგმა ავითარებს ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარებს, დებატისა და მოლაპარაკებების უნარჩვევებს, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეაფასონ როგორც პოლიტიკური ცვლილების პროცესები და შესაძლებლობები, ასევე ის პირობები, რომელთა ფარგლებში ინარჩუნებენ სისტემები და ღირებულებები სტაბილურობას. კურსდამთავრებულები მზად იქნებიან წვლილი შეიტანონ როგორც პოლიტიკის მეცნიერებაში, ასევე პრაქტიკულ პოლიტიკაში, განაგრძონ კარიერა საჯარო სამსახურში, კვლევით ინსტიტუტებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, პოლიტიკური ანალიზის სფეროში და საერთაშორისო ორგანიზაციებში.