ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲐᲚᲘ
პროგრამები
სამართლის საბაკალავრო პროგრამა
პროგრამის მიზანია ინდივიდის თვალსაწიერის გაფართოება სამართლის მნიშვნელობის გაცნობიერებით, შედარებით სამართლებრივი კვლევებით, საერთაშორისო სამართლებრივი მიღწევებით, პროფესიული უნარების განვითარებითა და სამართლიანობაზე დაფუძნებულ ღირებულებათა ფორმირების ხელშეწყობით. სტუდენტი ინდივიდუალური პროფილის ფორმირებას ახორციელებს სამართლის განსხვავებული სპეციალიზაციის საგნების კონცენტრაციით.
ნახვასამართლის სადოქტორო პროგრამა
სადოქტორო პროგრამის ფარგლებში კვლევის ძირითადი მეთოდების გაცნობა ხდება პირველ სემესტრში სპეციალური სავალდებულო სასწავლო კურსის (სადოქტორო კვლევის ძირითადი ინსტრუმენტები) მეშვეობით. იგი საშუალებას აძლევს სტუდენტს, გაეცნოს სადოქტორო კვლევის ორგანიზების მეთოდებს, პირველად წყაროებთან მუშაობისა და მეორადი წყაროების გამოყენების სპეციფიკას.
ნახვაშედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა
პროგრამის მიზანია შედარებითი კერძო და/ან საერთაშორისო სამართლის სფეროში საჭირო კომპეტენციების განვითარება, როგორც საერთაშორისო ბაზარზე მოქმედ ეროვნულ, ისე საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ დაწესებულებებში საქმიანობის წარმართვისთვის; შესაბამისი სფეროს უახლესი მიღწევების გაცნობა და კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების უნარის განვითარება.
ნახვა