კახი ყურაშვილი

პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით

კახი ყურაშვილს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო), აგრეთვე იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სწავლულ ექსპერტთა საბჭოს მიერ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. იგი იყო სსიპ - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი. 2009-2010 წწ; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი. 2010-2013 წწ. - საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე. იგი ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

პუბლიკაციები

       კ. ყურაშვილი, კ. ჩოკორაია, ა. ბუჩუკური - ბიკამერალიზმის დილემები, ბათუმი, 2011

       კ. ყურაშვილი, ო. მელქაძე "რუსეთის სახელმწიფო სისტემა", თბილისი, 1999

       „სეცესიის კონსტიტუციურ-სამართლებრივი რეგლანენტაცია“ სამეცნიერო ჟურნალი „მეცნიერება და ცხოვრება“, იურიდიული მეცნიერებანი, N1 (9), 2014 წ.

       „წინასაარჩევნო კამპანიის მედიამონიტორინგის სახელმძღვანელო წესები და რეკომენდაციები“, ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი „მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის გაძლიერება“, 2016 წ. (ქართულ/ინგლისურ ენებზე), მეორე გადამუშავებული რედაქცია - 2017წ (ქართულ ენაზე)

       საპარლამენტო კონტროლი (2019-2020 წლების შეფასება) - საერთაშორისო პრააქტიკის კვლევა - 2021, დამკვეთი: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“