ალექსანდრე იოსელიანი
ასოცირებული პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით
მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. 2001-2002 წწ. იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. 2002-2003 წწ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2004-2009 წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე (ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა). 2009 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე (სამოქალაქო საქმეთა პალატა). 1996-2001 წლებში ეკავა იურისტის თანამდებობა სხვადასხვა კერძო კომპანიაში. 2005 წლიდან უძღვება სალექციო კურსებს.