ბაადურ ყიფიანი
ასოცირებული პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით
ბაადურ ყიფიანს მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი ივ. ჯავახიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. მან სადოქტორო დისერტაცია მოამზადა ჯონ მარშალის სამართლის სკოლაში (ჩიკაგო, აშშ) ყოფნის პერიოდში, სადაც იგი 2000–2002 წლებში მიწვეული იყო როგორც მკვლევარი.  2007 წლის სექტემბრიდან მუშაობს BP-ში. ის არის BP-ის თბილისის ოფისის მთავარი იურიდიული მრჩეველი. იგი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. მას აქვს საბანკო, კერძო და საჯარო სექტორში წარმატებული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი არის საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ორი კანონისა და რამდენიმე საკანონმდებლო შესწორების ავტორი, ასევე - საბანკო  სამართლის თემაზე რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი.