სოფიო ჩაჩავა
პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით
სოფიო ჩაჩავას მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის (2010 წელს) და ევროპული სამართლის მაგისტრის (2002 წელს) აკადემიური ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. ის არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეფექტიანი კომუნიკაციისა და ლიდერობის ცენტრის თანადირექტორი, ასევე 2011 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აკადემიური დირექტორი. სხვადასხვა დროს იგი იყო: ევროკავშირის პროექტ „სამოქალაქო და ადმინისტრაციული რეფორმების მხარდაჭერა საქართველოში“ ექსპერტი (2007 წელი); გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების სამართლებრივი რეფორმების პროექტის იურისტი (2002-2005 წწ) და რობერტ ბოშის ფონდის ლექტორი (შტუტგარტი, გერმანია) (2002-2004 წწ).