ისწავლე სიამოვნებით ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში

აღმოაჩინე შენზე მორგებული გარემო, შექმენი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.

ᲩᲕᲔᲜ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

ნვუ — საქართველოს ლიდერი უნივერსიტეტი გლობალურ ინდექსში

THE Impact Rankings-ის მიხედვით, ნვუ მსოფლიოს ლიდერ უნივერსიტეტებს შორისაა და უწყვეტად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს ქართულ უნივერსიტეტებს შორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

მათ შორის, უნივერსიტეტი იკავებს ტოპ 101-200 პოზიციას მსოფლიოს უნივერსიტეტებს შორის SDG3 — ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიმართულებით.

New Vision University Ranked 101–200 for SDG3

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ქმნის გარემოს, სადაც თითოეული სტუდენტი ანვითარებს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას. სწავლების პროცესი ერგება სტუდენტის ინტერესებს, მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, მიზნებსა და მისწრაფებებს. პერსონალიზებული მიდგომები განათლებაში, პიროვნულ განვითარებასა და კარიერულ ორიენტაციაში ეხმარება მას იპოვოს მისი ინდივიდუალური გზა.

სწავლის პროცესი სავსეა თავგადასავლებით, აღმოჩენებით, სასიამოვნო გამოწვევებითა და შთაგონებით. უნივერსიტეტის ხედვა განათლებაში ეფუძნება მიდგომას „ისწავლე სიამოვნებით“ — ▶ მოისმინე მეტი მის შესახებ.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი დაფუძნებულია სლოგანით „შთააგონე ზრუნვა“, რაც პიროვნებაზე, საზოგადოებასა და გარემოზე ზრუნვაში აისახება. უნივერსიტეტი ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას, რაც საერთაშორისო დონეზეა აღიარებული. მაგალითად, ამის გამოხატულებაა მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში (TIMES HIGHER EDUCATION IMPACT RANKINGS) 101-200-ე პოზიცია ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიმართულებით.

სტუდენტები სწავლის პროცესში ერთვებიან უნივერსიტეტის ინიციატივებში და თავად ხდებიან საზოგადოების კეთილდღეობისათვის საჭირო ცვლილებების მონაწილე. უნივერსიტეტის 10 შვილობილი კომპანია სრულად ფარავს საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებებს და როგორც სამუშაო გამოცდილების, ასევე დასაქმების მრავალფეროვან შესაძლებლობებს ქმნის.

ᲜᲘᲣ ᲕᲘᲟᲔᲜ ᲯᲒᲣᲤᲘ

გაეცანი უნივერსიტეტის შვილობილ კომპანიებს

10 შვილობილი კომპანია სრულად ფარავს საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებებს და როგორც სტაჟირების, ასევე დასაქმების მრავალფეროვან შესაძლებლობებს იძლევა.

New Vision University Hospital
New Vision Health Hub
Inter Academy Georgia
Torpedo Kutaisi
New Vision Georgians
New Vision Insurance
New Vision Leasing
New Vision Genetics
Georgian Aviation Academy
Zaraphkhana
New Vision University Hospital
New Vision Health Hub
Inter Academy Georgia
Torpedo Kutaisi
New Vision Georgians
New Vision Insurance
New Vision Leasing
New Vision Genetics
Georgian Aviation Academy
Zaraphkhana
ᲙᲕᲚᲔᲕᲐ

კვლევითი ცენტრები

ნვუ-ში მოქმედი კვლევითი ცენტრები ხელს უწყობს მეცნიერების, ინოვაციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას. სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ კვლევით პროექტებში, ითანამშრომლონ ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან და შეიძინონ გამოცდილება, რომელიც მათ პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წარმატებას შეუწყობს ხელს.

ბიბლიოთეკა და ელ. რესურსები

თანამედროვე საბიბლიოთეკო სივრცე და მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსები სანდო, მაღალი ხარისხის აკადემიურ ლიტერატურასა და სამეცნიერო ბაზებზე უწყვეტ წვდომას უზრუნველყოფს.

ᲒᲚᲝᲑᲐᲚᲣᲠᲘ ᲮᲔᲓᲕᲐ

საერთაშორისო გარემო

სტუდენტები და აკადემიური პერსონალი

90+ ქვეყნიდან

გაცვლითი პროგრამები და პარტნიორები

40+ ქვეყანაში
ᲠᲔᲒᲘᲡᲢᲠᲐᲪᲘᲐ

სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის ეტაპები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მიღება ორ ეტაპად მიმდინარეობს, რაც გაძლევთ შესაძლებლობას აირჩიოთ თქვენთვის სასურველი რეგისტრაციის პერიოდი.

I ეტაპი
  • განაცხადის მიღება2026 წლის 20 ივლისიდან 5 აგვისტომდე
  • ინგლისურის ტესტი6-10 აგვისტო
  • სპეციალობის გამოცდა11-12 აგვისტო
  • აპელაცია18-20 აგვისტო (მიღება-განხილვა)
  • აპელაციის შედეგები24 აგვისტო
II ეტაპი
  • განაცხადის მიღება2026 წლის 17 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე
  • ინგლისურის ტესტი3-5 სექტემბერი
  • სპეციალობის გამოცდა7-8 სექტემბერი
  • აპელაცია14-16 სექტემბერი (მიღება-განხილვა)
  • აპელაციის შედეგები21 სექტემბერი

ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწარმოებს 28 სექტემბრამდე.

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის წარმოსადგენი დოკუმენტები

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის) ასლი
  • ბაკალავრის დიპლომის (აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ ცნობის) ასლი
  • 1 ფოტოსურათი 3x4
  • ავტობიოგრაფია / CV
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი (დეტალური ინფორმაცია დოკუმენტების სახეებთან დაკავშირებით, იხილეთ ბმულზე). აღნიშნული დოკუმენტის არქონის შემთხვევაში აპლიკანტს შეუძლია ინგლისური ენის ტესტირება გაიაროს უნივერსიტეტში
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, თუ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიღებული გაქვთ სხვა ქვეყანაში
  • სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ

ხშირად დასმული კითხვები

ვის შეუძლია მაგისტრატურაზე ჩაბარება?
ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და აკმაყოფილებს პროგრამაზე დაშვების წინაპირობებს (დაშვების წინაპირობები იხილეთ სრულად).
აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა?
აუცილებელია ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა (იხ. დეტალური ინფორმაცია).
რას გულისხმობს 1+1 მოდელი სამაგისტრო განათლებაში?
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ორწლიანი სამაგისტრო პროგრამები ითვალისწინებს 1+1 სწავლების მოდელს. სწავლის პირველი, ერთწლიანი ეტაპის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს ენიჭება „მაგისტრის" ხარისხი შესაბამისი მიმართულებით. მომდევნო ეტაპის (მეორე წლის) დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს ენიჭება „კვლევის მაგისტრის" ხარისხი შესაბამის მიმართულებაში და აქვს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. დეტალური ინფორმაცია იხილეთ შესაბამისი პროგრამის აღწერაში.
რა ეტაპებს მოიცავს სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვა?
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მიღება ორ ეტაპად მიმდინარეობს, რაც გაძლევთ შესაძლებლობას აირჩიოთ თქვენთვის სასურველი რეგისტრაციის პერიოდი. თითოეული ეტაპი მოიცავს განაცხადის მიღებას, ინგლისური ენის ტესტს, სპეციალობის გამოცდას, აპელაციის პროცედურასა და ადმინისტრაციულ რეგისტრაციას. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ეტაპი.
შესაძლებელია თუ არა სარეგისტრაციო დოკუმენტების ელექტრონულად წარმოდგენა?
მაგისტრანტობის მსურველი სარეგისტრაციო დოკუმენტებს წარმოადგენს ელექტრონულად, სპეციალური სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით.
რა ფორმატით ტარდება ინგლისური ენისა და სპეციალობის გამოცდა?
ინგლისური ენისა და სპეციალობის გამოცდა შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ფიზიკურად, უნივერსიტეტის საგამოცდო სივრცეში, ისე ონლაინ ფორმატში. უნივერსიტეტის წარმომადგენელი წინასწარ დაგიკავშირდებათ, რათა თქვენთან შეთანხმებით განსაზღვროს გამოცდის თარიღი, დრო და ჩატარების ფორმატი.
შესაძლებელია თუ არა გასაუბრების ონლაინ ფორმატში ჩანიშვნა?
დიახ, გასაუბრების ონლაინ ფორმატში გავლა შესაძლებელია. უნივერსიტეტის წარმომადგენელი წინასწარ დაგიკავშირდებათ, რათა თქვენთან შეთანხმებით განსაზღვროს გასაუბრების თარიღი, დრო და შეხვედრის ფორმატი.
როგორ ხორციელდება ადმინისტრაციული რეგისტრაცია?
პირი სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობებს და ვალდებულია, გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია. ადმინისტრაციული რეგისტრაცია მოიცავს სარეგისტაციო განაცხადის შევსებას, სავალდებულო დოკუმენტების წარმოდგენასა და სწავლის საფასურის გადახდას.
შესაძლებელია თუ არა სწავლის საფასურის განწილვადებით გადახდა?
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სწავლის საფასურის განწილვადებით გადახდის მექანიზმით, რომელიც სწავლის ფინანსურ დაგეგმვას უფრო მარტივსა და მოქნილს ხდის.
  • სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია 2, 3 ან 4 ეტაპად თითოეული სემესტრის განმავლობაში;
  • გადახდის ვადები განისაზღვრება აკადემიური კალენდრის შესაბამისად;
  • განწილვადებით გადახდის მოთხოვნის წარდგენა ხდება ელექტრონულად, სტუდენტური პორტალის მეშვეობით;
  • განაცხადები მუშავდება და დასტურდება უმოკლეს ვადაში, რათა პროცესი იყოს სწრაფი, მარტივი და კომფორტული.
შესაძლებელია მუშაობასთან ერთად სწავლა?
დიახ, სამაგისტრო პროგრამებზე სასწავლო კურსები დაგეგმილია საღამოს საათებში და შაბათ დღეს, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, სწავლა შეუთავსონ პროფესიულ საქმიანობას.

სტუდენტური ცხოვრება

სტუდენტებს შეუძლიათ გაერთიანდნენ სტუდენტურ კლუბებში, ჩაერთონ სპორტულ და შემოქმედებით აქტივობებში. აქ ყველას შეუძლია საკუთარი იდეებისა და ინიციატივების ხორცშესხმა. უნივერსიტეტი ზრუნავს სტუდენტთა ფსიქოლოგიურ და ემოციურ კეთილდღეობაზე, ხელს უწყობს ჯანსაღ ცხოვრებას, კარიერულ განვითარებას და სტუდენტების მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში.

სტუდენტური საზოგადოებები სპორტი შემოქმედება კეთილდღეობა კარიერული განვითარება
ᲓᲐᲯᲐᲕᲨᲜᲔ ᲕᲘᲖᲘᲢᲘ

დაჯავშნე ვიზიტი ონლაინ

გაესაუბრე ჩვენს წარმომადგენლებს ონლაინ ან პირისპირ.

დაჯავშნე ვიზიტი →
+995 32 24 24 440სატელეფონო ცენტრი
[email protected]ელ. ფოსტა
ᲡᲐᲓ ᲒᲕᲘᲞᲝᲕᲘ

ჩვენი მისამართები

ეკო კამპუსი
თბილისი, ნ. ბოხუას ქუჩა 11
მარშრუტის ნახვა →
ნეო კამპუსი
თბილისი, ლუბლიანას ქუჩა 15ა
მარშრუტის ნახვა →