ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მიზნები, განხორციელების სტრატეგია, მეთოდები და შედეგზე ორიენტაცია ემსახურება მისი მონაწილეების შესაძლებლობების დახვეწას, ცოდნისა და უნარების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უზრუნველყოფას და ცვალებად ბიზნესის სამყაროში პროფესიული განვითარების უზრუნველყოფას.
სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს თანამედროვე ბიზნეს თეორიების, მოდელებისა და პრაქტიკის ღრმა სისტემური ცოდნა და გლობალური ბიზნეს გარემოს მრავალმხრივი დინამიკის კრიტიკულად შეფასების უნარი, ასევე განუვითაროს სტრატეგიული აზროვნების, ანალიტიკური და გადაწყვეტილების მიღების უნარები თანამედროვე, ეფექტიანი ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.
გარდა ამისა, პროგრამა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სტუდენტებში ლიდერობის, ინოვაციური სტრატეგიებისა და პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, ეთიკური პრინციპებისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი ერთგულებას საზოგადოების განვითარებაში პოზიტიური წვლილის შესატანად.