ᲑᲘᲖᲜᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲗᲘ ᲛᲔᲪᲜᲘᲔᲠᲔᲑᲔᲑᲘ

პროგრამები

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა

პროგრამა უპირატესად შემუშავებულია იმისათვის რომ სტუდენტებს შესთავაზოს მრავალმხრივი განათლება ბიზნესის მენეჯმენტის სფეროში. სტუდენტები მიიღებენ ცოდნას და გამოიმუშავებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს მენეჯმენტის, ფინანსების, ბუღალტერიის, მარკეტინგის და ბიზნესის კომუნიკაციის სფეროებში. პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს მიიღონ დამატებითი კვალიფიკაცია სხვადასხვა შეთავაზებულ დარგში.

ნახვა

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა

პროგრამის მიზანია, სტუდენტები აღზარდოს ფართო განათლების მქონე საწარმოთა მენეჯერებად, აღმასრულებელ პირებად და ან მეწარმეებად, რომელთაც კარგად ესმით ბიზნესის არსი და ფლობენ სხვადასხვა ბიზნეს სიტუაციაში და ბიზნეს საკითხების მიმართ გამოყენებადი საშუალებებისა და მეთოდების ფართო სპექტრს.

ნახვა

სამოქალაქო ინჟინერიის მენეჯმენტი

პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტისთვის მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობის შექმნას ინჟინერიის მენეჯმენტის სფეროში. თანამედროვე ცოდნის სინთეზი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასთან და ეთიკური ღირებულებების უკეთ გაცნობიერებასთან, უზრუნველყოფს განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნესის პოლიტიკისა და სტრატეგიების, ინოვაციების, ოპერაციების, ადამიანური რესურსების მართვისა და ზოგადად, ინჟინერიის ადმინისტრირების მდგრადი განვითარების შესაძლებლობას.

ნახვა

აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ინოვაციების მენეჯმენტში

პროგრამის მიზანია მონაწილეებს ხელი შეუწყოს ბიზნეს პროცესებში გადაწყვეტილების მიღების ეფექტიანი ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების გამოყენებაში. ციფრული ტრანსფორმაციისა გათვალისწინებით, იგი ემყარება ლიდერობის უნარების განვიტარებასა და ინოვაციური სტრატეგიების პრაქტიკულ განხორციელებას ეთიკური პრინციპებისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი ერთგულებით საზოგადოების განვითარებაში პოზიტიური წვლილის შესატანად.

ნახვა

ჯანდაცვის მენეჯმენტი

სამაგისტრო პროგრამის მიზანია მისცეს სტუდენტს ჯანდაცვის სისტემაში არსებული თანამედროვე მართვის თეორიების, მოდელებისა და პრაქტიკის ღრმა სისტემური ცოდნა და გლობალური ბიზნეს გარემოს მრავალმხრივი დინამიკის კრიტიკულად შეფასების უნარი.

ნახვა

ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა

პროგრამის მიზანია პიროვნების თავისუფალი განვითარების ხელშეწყობა და ინდივიდის თვალსაწიერის გაფართოება ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში მაღალი ხარისხის კვლევისა და სწავლებისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარებით. ეს მიიღწევა კრიტიკული აზროვნების, პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის, ინოვაციური ცოდნის გენერირებისა და გავრცელების უნარის მქონე დარგის ლიდერების ხელშეწყობით, აღიჭურვონ მკვლევარად ჩამოსაყალიბებლად აუცილებელი, ინსტრუმენტებით.

ნახვა

აკადემიური პერსონალი