გიორგი ბარკალაია
პროფესორი მარკეტინგის მიმართულებით
გიორგი ბარკალაიას აქვს მარკეტინგულ, საკონსულტაციო და საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. სხვადასხვა დროს იყო „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, „არტი ჯგუფის“, საქართველოს ბანკის ჯგუფის (რომლის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს ბანკი, ბი-ჯი-ბანკი (უკრაინა), ბელორუსიის სახალხო ბანკი (ბელორუსია) და „ალდაგი–ბი-სი-აი“ – სადაზღვევო კომპანია), შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიისა“ და სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ მარკეტინგის დირექტორი და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი. მისი საკონსულტაციო საქმიანობა და პროექტები: „სოკარ ენერჯი ჯორჯიასთვის“ „ბრენდისა და ბრენდირების სტრატეგიის“ შემუშავება, ზემოთ ხსენებული კომპანიების მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და მარკეტინგული და საზოგადოებასთან ურთიერთობის საქმიანობის მართვა, საუკეთესო სატელევიზიო რეკლამების შექმნა საქართველოში, ლონდონის სარეკლამო კომპანია „ალენ ინთერნეიშენალთან“ ერთად განხორციელებული სატელევიზიო ფლეისმენთები და რებრენდირება, აგრეთვე გაყიდვათა დაგეგმვა და ანალიზი სხვადასხვა კომპანიებისთვის, მედია დაგეგმვასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიების შემუშავება და განხორციელება, გაყიდვების სტრატეგიებისა და რეალიზაციის ახალი მიმართულებების შემუშავება. მას აგრეთვე აქვს საგანმანათლებლო საქმიანობის ათწლიანი გამოცდილება. კონტაქტი: gbarkalaya@newvision.ge