Wed 31 Jan

MOBILITY

მობილობით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 2024 წლის 30 იანვრიდან - 2024 წლის 8 თებერვლის 18.00 საათამდე  სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე: https://students.emis.ge/

2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, მობილობა გამოცხადდა შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:

 

საგანმანათლებლო პროგრამა

საუნივერსიტეტო გამოცდის სახე

სამართალი

გამოცდა სპეციალობაში

პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები

გასაუბრება

ბიზნესის ადმინისტრირება

გასაუბრება

საექთნო საქმე

გასაუბრება

ფიზიკური  მედიცინა და რეაბილიტაცია

გასაუბრება

სტუდენტები, რომლებიც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული პორტალის საშუალებით მოიპოვებენ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში მობილობის უფლებას 2024 წლის 30 იანვრიდან - 2024 წლის 8 თებერვლის ჩათვლით, ელექტრონულად წარმოადგენენ შემდეგ დოკუმენტებს:

  • განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ფოტოსურათი (3X4);
  • საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი, რომლის საფუძველზეც პირი ჩაირიცხა უნივერსიტეტში;
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტები;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  • სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ინგლისური ენის „B2“ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე).

ინგლისური ენის ცოდნის სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში, სტუდენტებს უტარდებათ გამოცდა ინგლისურ ენაში, რომელიც დანიშნულია 12 თებერვალს 15:00 სთ-ზე უნივერსიტეტის ეკო-კამპუსში (ნოდარ ბოხუას ქ. 11). სათანადო საფუძვლის არსებობისას, სტუდენტს შეუძლია, გამოცდა დაწეროს ელექტრონულად ან სხვა დღეს. სპეციალობის გამოცდა ტარდება 13 თებერვალს 12:00 საათზე, ხოლო გასაუბრებები – 13 თებერვალს 16:00 საათზე უნივერსიტეტის ეკო-კამპუსში (ნოდარ ბოხუას ქ. 11).

განაცხადის ელექტრონული ფორმა 

უცხო ენის გამოცდის ნიმუში