Tue 15 Aug

Mobility Deadlines For The Fall Semester Of The 2023-2024 Academic Year

მობილობით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 2023 წლის 21 აგვისტოდან – 2023 წლის 7 სექტემბრის 18.00 საათამდე.  სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე: https://students.emis.ge/

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, მობილობა გამოცხადდა შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:

Educational program საუნივერსიტეტო გამოცდის სახე
LAW გამოცდა სპეციალობაში
პოლიტიკის მეცნიერებები და
საერთაშორისო ურთიერთობები
გასაუბრება
Business Administration გასაუბრება
საექთნო საქმე გასაუბრება
ფიზიკური  მედიცინა და რეაბილიტაცია გასაუბრება

 

სტუდენტები, რომლებიც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული პორტალის საშუალებით მოიპოვებენ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში მობილობის უფლებას 2023 წლის 21 აგვისტოდან – 2023 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონულად წარმოადგენენ შემდეგ დოკუმენტებს:

  • განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ფოტოსურათი (3X4);
  • საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი, რომლის საფუძველზეც პირი ჩაირიცხა უნივერსიტეტში;
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტები;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  • For persons subject to military registration: Copy of military registration document;
  • ინგლისური ენის „B2“ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე).

ინგლისური ენის ცოდნის სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში, სტუდენტებს უტარდებათ გამოცდა ინგლისურ ენაში, რომელიც დანიშნულია 07 სექტემბერს 18:00 სთ-ზე უნივერსიტეტის ეკო-კამპუსში (ნოდარ ბოხუას ქ. 11). სტუდენტს შეუძლია სათანადო საფუძვლის არსებობისას, გამოცდა დაწეროს ელექტრონულად ან სხვა დღეს.

სპეციალობის გამოცდა ტარდება 08 სექტემბერს 12:00 საათზე, ხოლო გასაუბრებები – 08 სექტემბერს 16:00 საათზე უნივერსიტეტის ეკო-კამპუსში (ნოდარ ბოხუას ქ. 11).

 

Online application form

English test sample