Tue 20 Aug
For Freshman 2024-2025
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლესი განათლების
პირველ საფეხურზე სტუდენტთა ჩარიცხვის მიზნით რეგისტრაცია იწარმოებს 2024
წლის 6 სექტემბრის ჩათვლით.
რეგისტრაციის გასავლელად აბიტურიენტმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი.
ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთია შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის
შემთხვევაში – პასპორტის) ასლი; - სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (სკოლის
ატესტატი) ასლი (სტუდენტი ვალდებულია, სწავლის დაწყებამდე
უნივერსიტეტში წარმოადგინოს სკოლის ატესტატის სანოტარო წესით
დამოწმებული ასლი); - სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ
საქართველოს მოქალაქეებისათვის); - ფოტოსურათი (3X4).
სასწავლო პროცესი დაიწყება 9 სექტემბერს.