Sat 8 Jul
2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რიგგარეშე მობილობის ვადები
2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში რიგგარეშე მობილობა გამოცხადდა მედიცინის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე.
მობილობის მსურველი სტუდენტები 2023 წლის 24 ივლისიდან 2023 წლის 30 ივლისამდე ელექტრონულად წარმოადგენენ შემდეგ დოკუმენტებს:
- განცხადება;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ფოტოსურათი (3X4);
- საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი, რომლის საფუძველზეც პირი ჩაირიცხა უნივერსიტეტში;
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტები;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი;
- For persons subject to military registration: Copy of military registration document;
- ინგლისური ენის „B2“ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე).
ინგლისური ენის ცოდნის სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში სტუდენტებს უტარდებათ გამოცდა ინგლისურ ენაში, რომელიც დანიშნულია 31 ივლისს 14:30 საათზე უნივერსიტეტის ეკო-კამპუსში (ნოდარ ბოხუას ქ. 11). სტუდენტს შეუძლია სათანადო საფუძვლის არსებობისას, გამოცდა დაწეროს ელექტრონულად ან სხვა დღეს.
გასაუბრება ჩატარდება 01 აგვისტოს 14:00 საათზე უნივერსიტეტის ეკო-კამპუსში (ნოდარ ბოხუას ქ. 11).