შრომის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესების წესები
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს გუნდების რეგისტრაციას შრომის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად.
შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის სკოლის თუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე–3–მე–4 ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
შეჯიბრში მონაწილე თითოეული გუნდი უნდა შედგებოდეს ერთი და იმავე უნივერსიტეტის 3 ან 4 სტუდენტისგან. გუნდის წევრები არ შეიძლება იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები ან/და სერთიფიცირებული მედიატორები.
გუნდებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოაგზავნონ 2021 წლის 14 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: labourmoot@newvision.ge შეჯიბრის წესები და ვადები დეტალურად იხილეთ ბმულზე.
The detailed rules of the mock hearings can be found here. For more information, contact us at the specified email address.
*გაცნობებთ, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე პროექტის მიმდინარეობა დაგეგმილია ონლაინ. თუმცა, შეზღუდვების მოხნის გათვალისწინებით შესაძლებელია განხორციელდეს ცვლილებაც.