სასკოლო ოლიმპიადა 2022-ის შუალედური შედეგები
სასკოლო ოლიმპიადის შუალედური შედეგები უკვე ცნობილია.
სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და ესსეების კონკურსში, საპრიზო ადგილებზე, გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები.
სამოქალაქო განათლებისა და სამართლის საფუძვლების კონკურსის მეორე ტურში მხოლოდ 20 მოსწავლე განაგრძობს ასპარეზობას.
ფეხბურთის შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებს 8 გუნდი. თამაშები გაიმართება ინტერის აკადემია საქართველოს ბაზაზე 30 აპრილს.
ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოვების ღონისძიებას, 1 მაისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი უმასპინძლებს.
გამარჯვებულ მოსწავლეებს, მათ პედაგოგებს და სკოლებს განსაკუთრებული პრიზები ელოდებათ.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი მომავალშიც გეგმავს უფრო მასშტაბური სასკოლო ოლიმპიადის ორგანიზებას.
შეგახსენებთ, რომ ნიუ ვიჟენ სასკოლო ოლიმპიადა 2022 საქართველოს 8 დიდ ქალაქში იმართება: თბილისი, რუსთავი, თელავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი.