Fri 20 May

მიღება სარეზიდენტო პროგრამაზე „ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია“

უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე – „ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია“.

  • ადგილების რაოდენობა: 4
  • რეზიდენტობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
  • განცხადება სარეზიდენტო პროგრამაზე დაშვების შესახებ;
  • პირადობის მოწმობის დამადასტურებელი ასლი;
  • უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებლი დოკუმენტის – დიპლომის ასლი;
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • ორი ფოტოსურათი (ზომა – 3×4);
  • ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან ცნობა (მოწმობა ძალაშია გაცემიდან 3 წლის მანძილზე).

მიღება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • განაცხადებების განხილვა;
  • შერჩეული კანდიდატებთან გასაუბრება (ინგლისური ენის ფლობა უპირატესობაა);
  • შერჩეული კანდიდატების გამოვლენა.

საბუთების მიღება იწარმოებს 2022 წლის 15 ივლისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა №11 ან ელექტრონულად, მისამართზე – residency@newvision.ge.