მემორანდუმი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან
11 მაისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და მათი დასაქმების ხელშეწყობას.
ამასთან, მხარეები ითანამშრომლებენ საქართველოში დასაქმების დარგობრივი თავისებურებების გამოვლენისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით. სხვადასხვა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იგეგმება რეგიონალური ფორუმებისა და თემატური კონფერენციების ჩატარება.