Tue 26 Apr

ინტერის აკადემია საქართველო

ახალი რუბრიკა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობიდან ეთიკურ ლიდერობამდე“

24 ოქტომბერს, „იტალიის დერბის“ სახელით ცნობილ ტრადიციულ დაპირისპირებას მილანის „ინტერსა“ და ტურინის „იუვენტუსს“ შორის 644 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს, რომლის მიმდინარეობისას „ინტერის აკადემია საქართველოს“ დაფუძნების აღსანიშნავი ბანერი გამოიფინა – WELCOME INTER ACADEMY GEORGIA.

ამას წინ უსწრებდა მილანის „ინტერსა“ და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს შორის 2021 წლის სექტემბერში მიღწეული შეთანხმება „ინტერის“ ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის საქართველოში გახსნის თაობაზე.

პროექტი მიზნად ისახავს არა მხოლოდ ფეხბურთის ნიჭით დაჯილდოებული მოზარდების გამოვლენასა და პროფესიული ზრდის ხელშეწყობას, არამედ ახალგაზრდებში სწორი ცხოვრებისეული ღირებულებების, შრომისმოყვარეობის, პასუხისმგებლობისა და თავდადების განვითარებასაც.

„ინტერის აკადემია საქართველომ“ ფუნქციონირება 2022 წლის 1 მარტიდან დაიწყო. პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე, აკადემიის სპორტულ ბაზაზე 300 ბავშვი ვარჯიშობს, რომელთა საერთაშორისო სტანდარტების სრულ სამედიცინო შემოწმებასა და მეთვალყურეობასაც უნივერსიტეტის სამედიცინო გუნდი უზრუნველყოფს.

„ინტერის აკადემიის“ ვარჯიშები ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო კამპუსში იმართება, სადაც გარემო ჯანსაღი ცხოვრების წესის მთავარ მხარდამჭერად გვევლინება და სტუდენტებსა და თანამშრომლებს მოტივაციას უქმნის სპორტული აქტივობებით დაიტვირთონ.

რუბრიკის ავტორია ეკატერინე აზარაშვილი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კანცლერი.