Thu 28 Apr

ვორქშოფების სერია პერსონალისთვის

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში პროექტებისა და სტრატეგიული მართვის შესახებ პერსონალისთვის ვორქშოფების სერია ტარდება.

ვორქშოფები მიზნად ისახავს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან ერთად სტრატეგიული პროექტების მართვის საერთო პრინციპების განხილვასა და მათ ასახვას ელექტრონული მართვის მოდელში.

უნივერსიტეტის გუნდი ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს საქმიანობის შეფასების ძირითადი ინდიკატორების (KPI) დანერგვაზე. ინტენსიური სამუშაო შეხვედრები, რომელსაც პროექტების მართვის ოფისი ახორციელებს, ახალ სისტემაზე წარმატებით გადასვლასა და მმართველ რგოლებს შორის გუნდურობის გაძლიერებაზეა ორიენტირებული.