იურიდიული დახმარების კლინიკა
ეთიკური კომისიის გადაწყვეტილებათა თემატური სისტემატიზაცია
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების სამსახურმა ახალი სტაჟიორები დაასაქმა ეთიკური კომისიის გადაწყვეტილებათა სისტემატიზებისა და საძიებო მექანიზმის შესაქმნელად. უკვე დაწყებულია ეთიკური კომისიის გადაწყვეტილებათა თემატური დალაგება. ასევე ყოველ კვირა იმართება შერჩეული გადაწყვეტილებების შესახებ პრეზენტაციები და დისკუსიები. შეხვედრებს ესწრებიან იურიდიული ეთიკის მიმართულების პროექტის მონაწილეები.
მნიშვნელოვანი შედეგები და მიღწევები პროექტის განხორციელების პროცესში
მნიშვნელოვნად გაიზარდა საზოგადოების ინფორმირებულობა იურიდიული ეთიკის მიმართულების პროექტისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
უნივერსიტეტებისათვის შეიქმნა იურიდიული ეთიკის სასწავლო კურსის უნიფიცირებული სილაბუსები. გარდა ამისა, ყოველწლიურმა კონფერენციამ დიდი წვლილი შეიტანა იურიდიული ეთიკის საკითხის პოპულარიზებაში. მომდევნო კვარტალი დაეთმობა ყველა რელევანტური ინფორმაციის, სტატიების, წიგნებისა და გადაწყვეტილებების მოძიებას. ყოველივე ეს აამაღლებს იურიდიული ეთიკის საკითხების შესახებ საზოგადოების ცოდნასა და ყველა საჭირო მონაცემებზე მათ წვდომას.
სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელთაც აქამდე არ ჰქონდათ იურიდიული ეთიკის შესახებ სპეციალური ცოდნა, ჩართული არიან ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დამხარების საქმიანობაში. მათ დაიწყეს იურიდიული ეთიკის თეორიული ასპექტებისა და პრაქტიკული გამოწვევების შესწავლა. მათ ასევე აქვთ იურიდიული ეთიკის შესახებ გადაწყვეტილებათა გაცნობისა და გაანალიზების საშუალება.