სამ, 25 აგვ. 2026

მობილობა 2026-2027 | შემოდგომის სემესტრი

მობილობით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 2026 წლის 24 აგვისტოდან 2026 წლის 8 სექტემბერის 18:00 საათამდე სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე. https://students.emis.ge/

2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, მობილობა გამოცხადდა შემდეგ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე:

საბაკალავრო პროგრამები  სამაგისტრო პროგრამები


სტუდენტები, რომლებიც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული პორტალის საშუალებით მოიპოვებენ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში მობილობის უფლებას, 2026 წლის 18 სექტემბრამდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ელექტრონულად:

  • განცხადება
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ფოტოსურათი (3X4);
  • საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი, რომლის საფუძველზეც პირი ჩაირიცხა უნივერსიტეტში;
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტები;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  • სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ინგლისური ენის „B2“ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე).