შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა

პროგრამის მიზანია შედარებითი კერძო და/ან საერთაშორისო სამართლის სფეროში საჭირო კომპეტენციების განვითარება, როგორც საერთაშორისო ბაზარზე მოქმედ ეროვნულ, ისე საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ დაწესებულებებში საქმიანობის წარმართვისთვის; შესაბამისი სფეროს უახლესი მიღწევების გაცნობა და კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების უნარის განვითარება ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს VII დონით გათვალისწინებული კომპეტენციების შესაბამისად.

შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის კომპონენტებს შორის ფართო არჩევანი სტუდენტს საშუალებას აძლევს, თავადვე ჩამოაყალიბოს საკუთარი პროფილი: აქცენტი გააკეთოს შედარებით კერძო ან საერთაშორისო სამართალზე, ან შეარჩიოს კომპონენტები ორივე კონცენტრაციიდან სავარაუდო დასაქმების სფეროსათვის ყველაზე საჭირო კომპეტენციების გამომუშავების მიზნით. ძირითადი კურსების შეთავაზება მხოლოდ პირველ სემესტრში ხდება და ემსახურება კონცენტრაციის ორივე სფეროსთვის საჭირო კომპეტენციების განვითარებას. თეორიული კომპონენტებისა და პრაქტიკული გამოცდილების კომბინაციაზე დამყარებული ინტერაქტიული სწავლება ემსახურება სტუდენტის დამოუკიდებელი განვითარების ხელშეწყობას, რაც ადამიანის უფლებების უზენაესობის – ე.ი. თანასწორობისა და პროპორციულობის – პრინციპის მოთხოვნების შესაბამისად კანონის განმარტებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების გამომუშავებას ისახავს მიზნად. 

სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბებული უნარები და კომპეტენციები:

  • შერჩეული კონცენტრაციის ღრმა და სისტემური ცოდნა, რაც სტუდენტს აძლევს ახალი, ორიგინალური იდეების განვითარებისა და გლობალურად ცვალებად გარემოში იურისტის როლის გაცნობიერების საშუალებას;
  • ახალ, არაპროგნოზირებად და მულტიდისციპლინურ გარემოში მოქმედების, კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ორიგინალური გზების ძიების, საკანონმდებლო სფეროს სიახლეებისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზის უნარი უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით;
  • რთული და არასრული ინფორმაციის (მათ შორის, საკანონმდებლო მოწესრიგების ხარვეზების, სასამართლო პრაქტიკის არაერთგვაროვნებისა და უახლესი მეცნიერული მიდგომების) კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი; უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით ინფორმაციის ინოვაციური სინთეზის უნარი;
  • დასკვნების, არგუმენტაციისა და კვლევის მეთოდების აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან კომუნიკაციის უნარი ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე, აკადემიური პატიოსნების სტანდარტებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევათა გათვალისწინებით;
  • სწავლის დამოუკიდებლად წარმართვისას თეორიული კომპონენტებისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზის საჭიროების გაცნობიერების, აგრეთვე უახლესი მეთოდების, პირველადი წყაროების, სამეცნიერო სტატიებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების განზოგადებული ანალიზის საფუძველზე საკუთარი ცოდნის გაღრმავების უნარი;
  • ღირებულებებისადმი თავისი და სხვების დამოკიდებულების შეფასების უნარი, არსებული სამართლებრივი ღირებულებების ანალიზის უნარი მხარეთა ინტერესების სამართლიანი დაბალანსების თვალსაზრისით და საჭიროების შემთხვევაში, ახალი ღირებულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ღირებულებების განვითარება კანონის ადამიანის უფლებების უზენაესობის პრინციპის მოთხოვნების (თანასწორობის, თანაზომიერების) შესაბამისად განმარტებისთვის და ახალი მიდგომების დამკვიდრებაში წვლილის შეტანა.

 

პროგრამის უპირობო აკრედიტაცია განხორციელდა 2019 წლის 22 იანვარს საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის საფუძველზე. 

პროგრამა (კვალიფიკაცია)სამართლის მაგისტრი
კრედიტი/ხანგრძლივობა120 კრედიტი / 2 წელი
სწავლის წლიური ღირებულება2250 ₾
სწავლების ენაქართული/ინგლისური