ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (აშშ) - AI, Analytics, Technology and Law LL.M.

პროგრამაზე მიღება


ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვასთან ერთად, მაგისტრანტს შესაძლებლობა აქვს, მოიპოვოს ჯორჯიას სახელმწიფო უნივერსიტეტის - GSU (ატლანტა, ჯორჯიას შტატი, აშშ) სამართლის კოლეჯის AI, Analytics, Technology and Law LL.M. პროგრამაზე სწავლის შესაძლებლობა.

ამისათვის, დამატებით საჭიროა:

  • რეგისტრაცია ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის აპლიკანტად;
  • GSU ონლაინ აპლიკაციის შევსება (ონლაინ აპლიკაციები მიიღება 15 სექტემბრიდან);
  • ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურება - გამსვლელი ქულა TOEFL ან IELTS გამოცდაზე;
  • 2-გვერდიანი სამოტივაციო წერილი (personal statement) იმის შესახებ, თუ რატომ აინტერესებს განმცხადებელს GSU-ს „ხელოვნური ინტელექტის, ანალიტიკის, ტექნოლოგიისა და სამართლის" LL.M. პროგრამა;
  • ონლაინ გასაუბრების გავლა GSU-ს მიმღებ კომისიასთან.

პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვების შემთხვევაში, მაგისტრანტი ერთდროულად ხდება ჯორჯიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუნდენტი.

 


სავიზო მხარდაჭერა


ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტები 2026-2027 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში სწავლას (2027 წლის 11 იანვრიდან) აგრძელებენ GSU-ს სამართლის კოლეჯის კამპუსში, ატლანტაში, ჯორჯიას შტატში. ჯორჯიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტებისა და პერსონალის სერვისების ოფისი მხარს უჭერს მაგისტრანტებს, მიიღონ სტუდენტური ვიზა აშშ-ში გამგზავრებისთვის; თუმცა ჯორჯიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისევე როგორც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი არ იძლევა სასწავლო ვიზის მოპოვების გარანტიას.

 


საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა

 

I სემესტრი

სწავლების პირველ სემესტრს მაგისტრანტები გადიან ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმის მიხედვით საქართველოში.  

დამატებით, ორმაგი ხარისხის პროგრამის სტუდენტები იმავე სემესტრში საქართველოში გადიან ჯორჯიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ კურსებს:  

  • Introduction to US Law -  პროფესორი ბრაიან საითსი, GSU-ს LL.M. და Non-J.D. პროგრამების დირექტორი. კურსი ისწავლება ონლაინ;
  • Legal Analytics -  დოქტორი დანიელ ქუიგინი, GSU-ს AI, Technology, and Legal Analytics Studio (“ATLAS”)-ის აკადემიური წევრი. კურსი ისწავლება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კამპუსში, საქართველოში.

 

II სემესტრი

სწავლების მეორე სემესტრს მაგისტრანტები გადიან აშშ-ში, ჯორჯიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯში - ატლანტა, ჯორჯია.

ორმაგი ხარისხის პროგრამის სტუდენტები მიიღებენ LL.M.-ს ხელოვნური ინტელექტის, ანალიტიკის, ტექნოლოგიისა და სამართლის მიმართულებით მას შემდეგ, რაც წარმატებით დაასრულებენ: I სემესტრში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში GSU-ს პროფესორების მიერ შეთავაზებული სავალდებულო კურსებს, II სემესტრში GSU-ში არჩეულ ყველა კურსს და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროგრამის იმ კურსებს, რომლებიც აღიარებულია GSU-ს LL.M. კრედიტებად.


2027 წლის გაზაფხულის სემესტრში დაგეგმილი სამართლებრივი ანალიტიკისა და ინოვაციების არჩევითი კურსების სია შესაბამისი ლექტორების შესახებ ინფორმაციასთან ერთად იხილეთ ბმულზე.

 


აშშ-ში იურისტად საქმიანობის ლიცენზიის მოპოვების შესაძლებლობა

LL.M. სტუდენტები, რომლებიც გაივლიან 26 კრედიტ-საათის დატვირთვის პირისპირ სწავლებას GSU-ში და ჩააბარებენ სავალდებულო კურსების გარკვეულ ჩამონათვალს, უფლებამოსილნი არიან ჩააბარონ ჯორჯიის შტატის საადვოკატო გამოცდა და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მოიპოვონ ლიცენზია აშშ-ში იურისტად საქმიანობისთვის. NVU/GSU-ს ორმაგი ხარისხის პროგრამის სტუდენტები ამ შესაძლობლობას მოიპოვებენ 2027 წლის გაზაფხულის სემესტრის შემდეგ, GSU-ში მეორე სემესტრის ადგილზე გავლით. აღნიშნული დამოკიდებულია 2027 წლის საგაზაფხულო სემესტრში გავლილ კურსებსა და მიღწეულ აკადემიურ შედეგებზე, აგრეთვე მაგისტრანტების ინგლისური ენის კომპეტენციაზე.

 


სწავლის საფასური და დაფინანსების შესაძლებლობა

სწავლების ფორმატი მაგისტრანტებს აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ში სწავლის მხოლოდ ერთი სემესტრის საფასურის გადახდით დაფარონ ჯორჯიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის ღირებულება.

ნიუ ვიჟენ უნივერისტეტში სწავლის პერიოდში სტუდენტი იხდის სწავლის საფასურს მხოლოდ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სემესტრული გადასახადის ოდენობით.

აშშ-ში სწავლის სემესტრული საფასური 2026-2027 სასწავლო წლისთვის შეადგენს 20,796 აშშ დოლარს. გამორჩეული აკადემიური მოსწრების მაგისტრანტებს შესაძლებლობა აქვთ, მოიპოვონ სწავლის 50%-იანი დაფინანსება.

წარმატებული მაგისტრანტებისთვის ხელმისაწვდომია დამატებითი საშეღავათო პირობები, მათ შორის - მეორე პირისპირ სემესტრისთვის GSU-ში კვლევითი ასისტენტის (Graduate Research Assistantship) სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყოფს სწავლის საფასურის სრულ დაფარვას და $2000-იან სტიპენდიას საცხოვრებელი ხარჯებისთვის.

 


 

პროგრამა (კვალიფიკაცია)LL.M. in AI, Analytics, Technology, and Law (GSU); LL.M. for the Practice of Law in the United States (GSU, Bar Track); Part I – Master of Law (NVU); Part II – Master of Research in Law (NVU)
კრედიტი/ხანგრძლივობა
სწავლის წლიური ღირებულებაიხ. სექცია: „სწავლის საფასური და დაფინანსების შესაძლებლობები“
სწავლების ენაქართული / ინგლისური