Fri 23 Apr

ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

  1. ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით: 5 პროფესორი, 5 ასოცირებული პროფესორი;

  1. სამართლის მიმართულებით (კერძო, საჯარო ან სისხლის სამართალი): 2 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი, 10 ასისტენტი;

  1. საბუნებისმეტყველო (სიცოცხლის შემსწავლელი) მეცნიერებების და მედიცინის (ფუნდამენტური, კლინიკური და სხვა ჯანმრთელობის მეცნიერებები) მიმართულებით: 15 პროფესორი, 5 ასოცირებული პროფესორი, 5 ასისტენტ-პროფესორი, 15 ასისტენტი;

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

  • პირადობის მოწმობისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლები;

  • სამეცნიერო‐პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობ(ებ)ის ასლ(ებ)ი;

  • ავტობიოგრაფია (CV), რომელშიც უნდა აისახოს ინფორმაცია კონკურსანტის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ის, ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღებული სტიპენდია-გრანტებისა და ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ.

კონკურსანტმა განცხადებაში უნდა მიუთითოს სასწავლო/კვლევითი მიმართულება და წარმოადგინოს საუნივერსიტეტო გარემოში მისი განვითარების პერსპექტივის ხედვა.

კანდიდატების შერჩევა, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოხდება მათი კვლევითი კონცეფციიდან და ასევე საგანმანათლებლო პროგრამისა და მიმართულების შესაბამისი სასწავლო კურსების განხორციელების ხედვიდან გამომდინარე.

კონკურსანტის შეფასება ხდება კანონმდებლობით დადგენილი (ძირითადი) და საუნივერსიტეტო (დამატებითი) კრიტერიუმებით. ამასთან, ძირითადი კრიტერიუმები შეიძლება ეფუძნებოდეს კანონმდებლობით დადგენილ ნებისმიერ საგამონაკლისო წესს.

კანონმდებლობით დადგენილი (ძირითადი) კრიტერიუმებია:

ა) აკადემიური ხარისხი: პროფესორის, ასოცირებული და ასისტენტ‐პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა დოქტორის აკადემიური ხარისხი, ხოლო ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი;

ბ) სამეცნიერო‐პედაგოგიური საქმიანობა: პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო‐პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6, ხოლო ასოცირებული პროფესორს არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 03 ივნისის ჩათვლით. მისამართი - ქ. თბილისი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, ეკო კამპუსი, ნოდარ ბოხუას ქუჩა №11 ან ელექტრონულად, მისამართზე - application@newvision.ge

New Vision University is pleased to announce an open competition for the following academic positions:  

  1. 5 Professors, 5 Associate Professors in the field of Business and Information Technologies;  
  2.  2 Professors, 2 Associate Professors, 2  Assistant Professor and 10 Assistants in the field of Private, Public or Criminal Law;  
  3. 15 Professors, 5 Associate Professors, 5 Assistant Professor and 15 Assistants in the field of Natural (life) Sciences and Medicine (fundamental, clinical, and other health sciences);  

With the formal letter of interests candidates are required to submit the following documents:  

  1. An application form;
  2. Copies of the ID and Diploma(s) confirming academic degree(s);
  3. Syllabus/Course Description in the respective field (see the NVU sample syllabus);  
  4. CV containing data on scientific papers of the applicant published during the past 10 years, scholarships & grants awarded, as well as participation information in scientific conferences and professional development activities during the past 5 years;
The Applicants should indicate their field of teaching and research and provide their view of its development within NVU.  
  After fulfillment of the preconditions prescribed by the law, the selection of the candidates will be based on the application and the vision of the proposed course implementation.  

The primary (prescribed by law) and additional (university) preconditions of holding the academic positions are regulated by the New Vision University Regulation for Carrying out the Educational and Research Activities (see the Regulation).  

Applications may be submitted until June 03, 2021, by email at application@newvision.ge or in a hard copy at New Vision University Eco Campus, Nodar Bokhua str 11.