Sun 8 Aug
მიღება სამართლისა და მედიცინის სადოქტორო პროგრამებზე
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:
- სამართლის სადოქტორო პროგრამა (პროგრამის აღწერა)
- მედიცინის სადოქტორო პროგრამა (პროგრამის აღწერა)
ხანგრძლივობა: 3 წელი (180 კრედიტი);
სწავლების ენა: ქართული ან ინგლისური დოქტორანტის არჩევანის შესაბამისად.
სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა ელექტრონულად, არა უგვიანეს 2021 წლის
20 სექტემბრისა, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამართალი: სამართლის მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; მედიცინა: დიპლომირებული მედიკოსი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი)
- თუ მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიღებული გაქვთ უცხო ქვეყანაში - მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ფოტოსურათი;
- ხელმძღვანელის თანხმობა (საჭიროა წინასწარ შეარჩიოთ ხელმძღვანელი შესაბამისი სკოლის აკადემიური გუნდიდან, დაუკავშირდეთ და მიიღოთ თანხმობა. ხელმძღვანელთან დასაკავშირებლად დახმარებისთვის მოგვმართეთ info@newvision.ge);
- ინგლისურის ან სხვა ევროპული ენის (გერმანული, ფრანგული) მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი (დეტალური ინფორმაცია, დოკუმენტების სახეებთან დაკავშირებით, იხილეთ ბმულზე);
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- თემის სავარაუდო სათაური და სტრუქტურა;
- დაგეგმილი კვლევის აღწერა;
- ავტობიოგრაფია/CV.
2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- საბუთების წარმოდგენა ელექტრონული სახით, არა უგვიანეს 2021 წლის 20 სექტემბრისა;
- უცხო ენის გამოცდა (საჭიროების შემთხვევაში): ნებისმიერ დროს სტუდენტის არჩევანის შესაბამისად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, 2021 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით;
- გასაუბრებები: 24-25 სექტემბერი, 2021;
- გასაუბრების შედეგები: 29 სექტემბერი, 2021;
- ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 1-6 ოქტომბერი, 2021.
ონლაინ აპლიკაციები:
სამართლის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის