Tue 15 Aug

მიღება სადოქტორო პროგრამებზე

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:   სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა ელექტრონულად, არა უგვიანეს 2023 წლის 15 სექტემბრისა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამართალი: სამართლის მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; მედიცინა: დიპლომირებული მედიკოსი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი)
  • თუ მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიღებული გაქვთ უცხო ქვეყანაში – მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფოტოსურათი;
  • ხელმძღვანელის თანხმობა (საჭიროა წინასწარ შეარჩიოთ ხელმძღვანელი შესაბამისი სკოლის აკადემიური გუნდიდან, დაუკავშირდეთ და მიიღოთ თანხმობა. ხელმძღვანელთან დასაკავშირებლად დახმარებისთვის მოგვმართეთ info@newvision.ge);
  • ინგლისურის ან სხვა ევროპული ენის (გერმანული, ფრანგული) მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი (დეტალური ინფორმაცია, დოკუმენტების სახეებთან დაკავშირებით, იხილეთ ბმულზე);
  • სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • თემის სავარაუდო სათაური და სტრუქტურა;
  • დაგეგმილი კვლევის აღწერა;
  • ავტობიოგრაფია/CV.
  2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
  • საბუთების წარმოდგენა ელექტრონული სახით, არა უგვიანეს 2023 წლის 15 სექტემბრისა;
უცხო ენის გამოცდა (საჭიროების შემთხვევაში): ნებისმიერ დროს სტუდენტის არჩევანის შესაბამისად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, 2023 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით (უცხო ენის გამოცდის ნიმუში);
  • გასაუბრებები: 21-22 სექტემბერი, 2023წ;
  • გასაუბრების შედეგები: 27 სექტემბერი, 2023წ;
  • ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 28 სექტემბერი - 6 ოქტომბერი, 2023წ.
  განაცხადის ელექტრონული ფორმა