
Sat 23 Aug
მობილობა 2025 -2026
მობილობით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 2025 წლის 25 აგვისტოს 12:00 საათიდან - 2025 წლის 9 სექტემბრის 18:00 საათამდე სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე.
2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, მობილობა გამოცხადდა შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:
- სამართალი
- პოლიტიკის მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები
- ბიზნესის ადმინისტრირება
- საექთნო საქმე
- ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია
- მულტიმედია ჟურნალიზმი
- სამოქალაქო ინჟინერიის მენეჯმენტი
სტუდენტები, რომლებიც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული პორტალის საშუალებით მოიპოვებენ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში მობილობის უფლებას, 2025 წლის 12 სექტემბრამდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ელექტრონულად:
- განცხადება
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ფოტოსურათი (3X4);
- საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი, რომლის საფუძველზეც პირი ჩაირიცხა უნივერსიტეტში;
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტები;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი;
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ინგლისური ენის „B2“ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დეტალური ინფორმაცია (იხ. ბმულზე).
ინგლისური ენის ცოდნის სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში, სტუდენტებს უტარდებათ გამოცდა ინგლისურ ენაში (მხოლოდ ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის).