ისწავლე სიამოვნებით ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში

აღმოაჩინე შენზე მორგებული გარემო, შექმენი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.

ᲩᲕᲔᲜ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

ნვუ — საქართველოს ლიდერი უნივერსიტეტი გლობალურ ინდექსში

THE Impact Rankings-ის მიხედვით, ნვუ მსოფლიოს ლიდერ უნივერსიტეტებს შორისაა და უწყვეტად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს ქართულ უნივერსიტეტებს შორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

მათ შორის, უნივერსიტეტი იკავებს ტოპ 101-200 პოზიციას მსოფლიოს უნივერსიტეტებს შორის SDG3 — ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიმართულებით.

New Vision University Ranked 101–200 for SDG3

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ქმნის გარემოს, სადაც თითოეული სტუდენტი ანვითარებს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას. სწავლების პროცესი ერგება სტუდენტის ინტერესებს, მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, მიზნებსა და მისწრაფებებს. პერსონალიზებული მიდგომები განათლებაში, პიროვნულ განვითარებასა და კარიერულ ორიენტაციაში ეხმარება მას იპოვოს მისი ინდივიდუალური გზა.

სწავლის პროცესი სავსეა თავგადასავლებით, აღმოჩენებით, სასიამოვნო გამოწვევებითა და შთაგონებით. უნივერსიტეტის ხედვა განათლებაში ეფუძნება მიდგომას „ისწავლე სიამოვნებით“ — ▶ მოისმინე მეტი მის შესახებ.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი დაფუძნებულია სლოგანით „შთააგონე ზრუნვა“, რაც პიროვნებაზე, საზოგადოებასა და გარემოზე ზრუნვაში აისახება. უნივერსიტეტი ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას, რაც საერთაშორისო დონეზეა აღიარებული. მაგალითად, ამის გამოხატულებაა მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში (TIMES HIGHER EDUCATION IMPACT RANKINGS) 101-200-ე პოზიცია ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიმართულებით.

სტუდენტები სწავლის პროცესში ერთვებიან უნივერსიტეტის ინიციატივებში და თავად ხდებიან საზოგადოების კეთილდღეობისათვის საჭირო ცვლილებების მონაწილე. უნივერსიტეტის 10 შვილობილი კომპანია სრულად ფარავს საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებებს და როგორც სამუშაო გამოცდილების, ასევე დასაქმების მრავალფეროვან შესაძლებლობებს ქმნის.

ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲔᲑᲘ

აირჩიე სადოქტორო პროგრამა

2026-2027 სასწავლო წლისთვის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:

ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი
60 კრედიტი / 3 წელი
ინგლისური
ბიზნესისა და გამოყენებითი მეცნიერებების სკოლა

ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის მიზანია პიროვნების თავისუფალი განვითარების ხელშეწყობა და ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში მისი ხედვის გაფართოება მაღალი ხარისხის კვლევისა და სწავლებისთვის აუცილებელი კომპეტენციების განვითარებით. პროგრამა ამზადებს დარგის ლიდერებს, რომლებიც გამოირჩევიან კრიტიკული აზროვნებით, პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრის უნარითა და ინოვაციური ცოდნის შექმნისა და გავრცელების შესაძლებლობით.

პროგრამა ორიენტირებულია დამოუკიდებელი მკვლევრების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც შეძლებენ:

ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში თანამედროვე თეორიებისა და პრაქტიკის კრიტიკულ გააზრებას
საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების შესაბამისი სამეცნიერო კვლევების განხორციელებას
ახალი ცოდნის გენერირებასა და მის გავრცელებას საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში
აკადემიურ და კვლევით საქმიანობაში ლიდერული როლის შესრულებას
მიმოხილვა

სწავლის პროცესი

პროგრამა აერთიანებს სასწავლო და კვლევით კომპონენტებს. სასწავლო ნაწილი უზრუნველყოფს დოქტორანტის მომზადებას კვლევის თანამედროვე მეთოდოლოგიასა და ბიზნესის ადმინისტრირების უახლეს თეორიებში, ხოლო კვლევითი ნაწილი ორიენტირებულია დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევის განხორციელებასა და ორიგინალური სადისერტაციო ნაშრომის შექმნაზე.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები:

ივითარებენ მოწინავე კვლევით კომპეტენციებს
ეუფლებიან თანამედროვე სამეცნიერო მეთოდებსა და აკადემიური სწავლების პრაქტიკას
მონაწილეობენ სამეცნიერო პროექტებსა და საერთაშორისო აკადემიურ აქტივობებში
ამზადებენ სადისერტაციო ნაშრომს, რომლის შედეგებიც ორიენტირებულია ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში ახალი ცოდნის შექმნასა და საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო გამოცემებში გამოქვეყნებაზე
მიღების წინაპირობები
  • კვლევის მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, ასევე მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, რომელიც პირს არანაკლებ 120 კრედიტიანი (ერთიანად/ნაწილ-ნაწილ) ან მასთან გათანაბრებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის საფუძველზე მიენიჭა ნებისმიერი მიმართულებით
  • სადოქტორო კვლევის იდეის მოკლე აღწერა
  • გასაუბრება მიმღებ კომისიასთან
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით ან საუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე

ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდებიან ის კანდიდატები, რომლებსაც საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურზე მიღებული აქვთ აკადემიური ხარისხი ინგლისურ ენაზე.

განათლების მეცნიერების სადოქტორო პროგრამა

განათლების მეცნიერების დოქტორი
60 კრედიტი / 3 წელი
ინგლისური
განათლების სკოლა

განათლების მეცნიერების სადოქტორო პროგრამის მიზანია განათლების სფეროში სოციალურ საჭიროებებზე დაფუძნებული და, უპირატესად, ინტერდისციპლინური კვლევისათვის პლატფორმის შექმნით, არსებული ცოდნის, კვლევის ახალი მეთოდებისა და ინსტრუმენტების სწავლების მეშვეობით, პიროვნების თავისუფალი განვითარების ხელშეწყობა და ინოვაციური ცოდნის გენერირება.

განათლების მეცნიერების სადოქტორო პროგრამა ემსახურება უნივერსიტეტის მისიას, გააფართოვოს ინდივიდის თვალსაწიერი განათლების, კვლევისა და ინოვაციის დანერგვით, ხელი შეუწყოს ცოდნისა და ღირებულებების გააზიარებას უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

პროგრამის იდეა დაიბადა ხედვით, რომ განათლება ტრანსფორმაციული და ამასთან, ინტერდისციპლინური ძალაა. პროგრამა დოქტორანტებს აძლევს შესაძლებლობას, განათლების მეცნიერებისა და წინარე სწავლის სფეროს სისტემური ცოდნის სინთეზის საფუძველზე, ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, დანერგონ სიახლე და გააფართოონ არსებული ცოდნა.

პროგრამის ძირითადი ორიენტირები:

ინტერდისციპლინური სინთეზი — განათლების მეცნიერებისა და სხვა სფეროს სისტემური სინთეზის საფუძველზე, ხელს უწყობს არსებული ცოდნის საზღვრების გაფართოებას
სოციალურ საჭიროებებზე დაფუძნებული კვლევები — საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო გამოწვევების კრიტიკულ ანალიზსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავება
ინოვაციური მეთოდების დამკვიდრება — განათლების სფეროში კვლევის უახლესი ინსტრუმენტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკული დანერგვა
აკადემიური და ეთიკური ლიდერობა — კურსდამთავრებულთა მომზადება საერთაშორისო სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის, რაც ეფუძნება თავისუფლების, თანასწორობის, აკადემიური პატიოსნებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებებს
გლობალური ინტეგრაცია — საერთაშორისო სამეცნიერო ჩართულობის გაზრდა და კვლევის შედეგების დისემინაცია გლობალურ აკადემიურ სივრცეში

სადოქტორო პროგრამა შედგება სასწავლო (60 ECTS კრედიტი) და კვლევითი კომპონენტებისგან. სასწავლო კომპონენტის ათვისება ხდება 2-4 სემესტრის განმავლობაში, დოქტორანტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე:

1
დოქტორანტები, რომლებიც არ ფლობენ განათლების/განათლების მეცნიერების მაგისტრის ხარისხს, გადიან კურსს „განათლების მეცნიერების ფუნდამენტური საკითხები“. კურსი ემსახურება დარგში ფუნდამენტური საკითხების სიღრმისეულ შესწავლას და კვლევისთვის საჭირო თეორიული ბაზის შექმნას.
2
სავალდებულო კურსები (45 ECTS): ამზადებს დოქტორანტებს უმაღლეს განათლებაში სწავლებისა და დამოუკიდებელი კვლევისთვის. მოიცავს კურსებს: „სადოქტორო კვლევის ძირითადი ინსტრუმენტები“ (15 ECTS), „სწავლების მეთოდები და სტრატეგიები I“ (15 ECTS) და „სემინარი I“ (15 ECTS), რომლის ფარგლებშიც დოქტორანტები ამზადებენ კვლევას საერთაშორისო პუბლიკაციისთვის შესაბამის დონეზე.
3
საკუთარი პროფილის ფორმირება (არჩევითი კურსები): ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით, დარგობრივი ცოდნის გასაღრმავებლად დოქტორანტს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს: „სწავლების მეთოდები და სტრატეგიები II - პროფესორის ასისტენტობა” (15 ECTS), „სემინარი II“ (15 ECTS), „ციფრული ტექნოლოგიები და მათი გამოყენება განათლებაში“ (5 ECTS), „განათლების სოციოლოგია“ (5 ECTS) ან „განათლების პოლიტიკა” (5 ECTS).
4
სასწავლო კომპონენტის დასრულების შემდეგ, დოქტორანტი იწყებს კვლევით კომპონენტს და ხელმძღვანელის მხარდაჭერით ასრულებს სადისერტაციო ნაშრომს. კვლევითი კომპონენტი გრძელდება არანაკლებ ორი წელი. კვლევითი ნაშრომი ფასდება ნაშრომის საჯარო დაცვისას, თუმცა, დოქტორანტთა მხარდაჭერის მიზნით, ყოველსემესტრულად დოქტორანტი წარადგენს პროგრესს კომისიის წინაშე და იღებს განმავითარებელ შეფასებას.

პროგრამის ფარგლებში დოქტორანტებისთვის უზრუნველყოფილია:

მრავალმხრივი ინსტიტუციური მხარდამჭერი სისტემა
საერთაშორისო გარემო
ღრმა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული კვლევითი უნარების განვითარება
სამეცნიერო კვლევა აკადემიური ხელმძღვანელის მუდმივი ზედამხედველობით
მიღების წინაპირობები
  • კვლევის მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, ასევე მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, რომელიც პირს არანაკლებ 120-კრედიტიანი (ერთიანად/ნაწილ-ნაწილ) ან მასთან გათანაბრებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის საფუძველზე მიენიჭა განათლების, სოციალური მეცნიერებების, ბიოსამედიცინო მეცნიერებების, სამართლის ან სხვა მიმართულებით, რომელიც ადასტურებს კოჰორტის ინტერდისციპლინური კვლევის განხორციელების საჭირო კომპონენტებს
  • განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, ან/და განათლების სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია, ან/და განათლების მიმართულებით სამეცნიერო-კვლევით პროექტ(ებ)სა და ღონისძიებებში მონაწილეობის გამოცდილება
  • სადოქტორო კვლევის იდეის აღწერის წარმოდგენა
  • ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე, რაც დასტურდება საუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე ან შესაბამისი სერტიფიკატის წარმოდგენით - Test of English as a Foreign Language - TOEFL, ინტერნეტ ტესტის ჩაბარების შემთხვევაში - მინიმუმ 95 ქულა; Cambridge Certificate of Proficiency in English (CPE) ან Cambridge Certificate in Advanced English (CAE), მინიმუმ, C1 დონის შედეგით; International English Language Testing System (IELTS) ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, მინიმუმ, 7.0 ქულის შედეგით. ვადიანი სერტიფიკატების შემთხვევაში, სერტიფიკატი უნდა იყოს აღებული უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში
  • ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულებისაგან თავისუფლდება პირი, რომლის მშობლიური ენა ინგლისურია, ან რომლის კომპეტენციაც დასტურდება ინგლისურენოვანი პროგრამის გავლის შედეგად მინიჭებული კვალიფიკაციით ან, მინიმუმ, ორწლიანი სასწავლო პერიოდის გავლით ქვეყანაში, სადაც როგორც სწავლების/საგამოცდო, ისე ოფიციალური ენა ინგლისურია

დამატებითი მოთხოვნები/ინფორმაცია. პროგრამაზე მიღება ხორციელდება კომისიური წესით. კანდიდატის პირველად შეფასებას მიმღები კომისია ახორციელებს მის მიერ წარმოდგენილი კვლევის იდეის/გეგმის საფუძველზე. კვლევის იდეის შეფასების კრიტერიუმები საჯაროდ ხელმისაწვდომია მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციასთან ერთად.

შეფასების შედეგად, შერჩეული აპლიკანტები მონაწილეობენ გასაუბრებაში მიმღებ კომისიასთან. გასაუბრება მოიცავს აპლიკანტის პრეზენტაციას საკვლევი თემის გარშემო და ასევე ფასდება მიმღები კომისიის მიერ. აპლიკანტთა მიღება ხორციელდება მიმღები კომისიის შეფასების შედეგების საფუძველზე.

პოტენციური ხელმძღვანელების/თანახელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია აპლიკანტებისთვის სადოქტორო პროგრამაზე მიღების გამოცხადებასთან ერთად. აპლიკანტი ირჩევს სასურველ ხელმძღვანელს/თანახელმძღვანელს მისი საკვლევი ინტერესიდან გამომდინარე. კვლევის გეგმასთან ერთად, აპლიკანტი წარმოადგენს ხელმძღვანელის/თანახელმძღვანელის თანხმობას. ხელმძღვანელის შერჩევისა და მისი თანხმობის მიღების პროცესში მხარს უჭერს განათლების სკოლა.

კოჰორტული მიღება

დოქტორანტების მიღება ხორციელდება ყოველწლიურად განსაზღვრული კოჰორტის შესაბამისად. ყოველი მიღებისთვის შერჩეულია ერთი ფართო საკვლევი თემა, რაც ხელს უწყობს დოქტორანტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას და პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად მაღალი ხარისხის კვლევის განხორციელებას.

2026-2027 სასწავლო წლის კოჰორტის თემაა "Education for Sustainable Development (ESD)" და წარმოდგენილი სადოქტორო კვლევის გეგმები უნდა შეესაბამებოდეს კოჰორტის ფართო თემას.იხილეთ კოჰორტის კვლევის თემატიკის აღწერა.

სამართლის სადოქტორო პროგრამა

სამართლის დოქტორი
60 კრედიტი / 3 წელი
ქართული
სამართლის სკოლა

სამართლის სადოქტორო პროგრამა მიზნად ისახავს სამართლის სფეროში დამოუკიდებელი მკვლევრების, აკადემიური პერსონალისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების მომზადებას, რომლებიც შეძლებენ სამართლებრივი პრობლემების კრიტიკულ ანალიზს, ახალი ცოდნის შექმნასა და სამართლის განვითარების პროცესში აქტიურ მონაწილეობას.

პროგრამა ხელს უწყობს დოქტორანტების კვლევითი, ანალიტიკური და აკადემიური უნარების განვითარებას, უზრუნველყოფს თანამედროვე სამართლებრივი თეორიებისა და კვლევის მეთოდოლოგიის სიღრმისეულ შესწავლას და ამზადებს მათ საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში წარმატებული საქმიანობისთვის.

სამართლის სფეროში ინოვაციური კვლევების განხორციელების მიზნით სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევას, აკადემიური ეთიკის დაცვასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამეცნიერო ნაშრომების მომზადებას.

პროგრამა მოიცავს სასწავლო და კვლევით მოდულებს. სასწავლო კომპონენტები უზრუნველყოფს დოქტორანტის მომზადებას თანამედროვე კვლევის მეთოდოლოგიასა და სწავლების მეთოდებში, ხოლო კვლევითი - სრულად არის ორიენტირებული დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევის განხორციელებასა და სადისერტაციო ნაშრომის მომზადებაზე.

პროგრამის ფარგლებში დოქტორანტები:

იძენენ სამართლის სფეროში ღრმა თეორიულ და მეთოდოლოგიურ ცოდნას
ეუფლებიან თანამედროვე სამართლებრივი კვლევის მეთოდებს
ავითარებენ აკადემიური სწავლებისა და კვლევითი საქმიანობისთვის საჭირო კომპეტენციებს
მონაწილეობენ კოლოქვიუმებში, სამეცნიერო სემინარებსა და კვლევით პროექტებში
ამზადებენ ორიგინალურ სადისერტაციო ნაშრომს, რომელიც სამართლის სფეროში ახალი ცოდნის შექმნასა და საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების შესაბამის სამეცნიერო საქმიანობას ემსახურება

პროგრამა ეფუძნება კვლევაზე ორიენტირებულ სწავლებას, რაც დოქტორანტებს საშუალებას აძლევს სწავლების პროცესშივე აქტიურად ჩაერთონ სამეცნიერო კვლევაში და შექმნან მაღალი აკადემიური ღირებულების კვლევითი ნაშრომი.

მიღების წინაპირობები
  • კვლევის მაგისტრის სამართალში ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, ასევე სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, რომელიც პირს არანაკლებ 120-კრედიტიანი (ერთიანად/ნაწილ-ნაწილ) ან მასთან გათანაბრებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის საფუძველზე მიენიჭა
  • მხედველობაში მიიღება კანდიდატის გამოცდილება და შესაძლებლობები. პროგრამაზე ჩარიცხვისთვის კანდიდატს მოეთხოვება შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია, ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტ(ებ)სა და ღონისძიებებში (იურიდიული მიმართულებით) მონაწილეობის გამოცდილება, რაც დასტურდება განმცხადებლის რეზიუმეთი და შესაბამისი დანართებით
  • სადოქტორო კვლევის იდეის მოკლე აღწერა (ფასდება მისაღები კომისიის მიერ) და სამოტივაციო წერილი (სადოქტორო განათლების, სამართლის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მიზნები, კარიერული მისწრაფებები, სხვა)
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით ან საუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე
  • გასაუბრება მიმღებ კომისიასთან (მოიცავს გასაუბრებასა და ინტერვიუს/პრეზენტაციას საკვლევი თემის გარშემო მიმღებ დარგობრივ კომისიასთან)
  • დოქტორანტი ასევე ირჩევს სასურველ ხელმძღვანელს/თანახელმძღვანელს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლიდან მისი საკვლევი ინტერესიდან გამომდინარე. დოქტორანტს ხელმძღვანელის შერჩევისა და მისი თანხმობის მიღების პროცესში მხარს უჭერს სამართლის სკოლა
ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲐ

დოქტორანტთა მხარდაჭერა და ხელმძღვანელობა

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი დოქტორანტებს სთავაზობს კვლევასა და განვითარებაზე ორიენტირებულ, საერთაშორისო აკადემიურ ეკოსისტემას. უნივერსიტეტის მიდგომა ეფუძნება თითოეული მკვლევრის ინდივიდუალური ინტერესებისა და კვლევითი პოტენციალის მაქსიმალურ ხელშეწყობას. უნივერსიტეტის ხედვა ეფუძნება სწავლების, კვლევითი და სხვა, მათ შორის, განვითარების აქტივობების ერთობლიობას, რაც სადოქტორო განათლებაშიც აისახება.

უნივერსიტეტის დოქტორანტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ჩაერთონ უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედ წამყვან კვლევით ცენტრებში (მაგალითად, კარლ ცაისის მიკროსკოპიის საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრში, IPRES-სა თუ იურიდიული ეთიკის მიმართულებაში) და მჭიდროდ ითანამშრომლონ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ექსპერტებთან. ამასთან, კვლევების პრაქტიკული და გამოყენებითი ღირებულების გასაზრდელად, სტუდენტებს შეუძლიათ გამოიყენონ ნვუ ჯგუფის 10 შვილობილი კომპანიის მრავალფეროვანი რესურსი.

ᲜᲘᲣ ᲕᲘᲟᲔᲜ ᲯᲒᲣᲤᲘ

გაეცანი უნივერსიტეტის შვილობილ კომპანიებს

10 შვილობილი კომპანია სრულად ფარავს საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებებს და როგორც სტაჟირების, ასევე დასაქმების მრავალფეროვან შესაძლებლობებს იძლევა.

New Vision University Hospital
New Vision Health Hub
Inter Academy Georgia
Torpedo Kutaisi
New Vision Georgians
New Vision Insurance
New Vision Leasing
New Vision Genetics
Georgian Aviation Academy
Zaraphkhana
New Vision University Hospital
New Vision Health Hub
Inter Academy Georgia
Torpedo Kutaisi
New Vision Georgians
New Vision Insurance
New Vision Leasing
New Vision Genetics
Georgian Aviation Academy
Zaraphkhana
ᲙᲕᲚᲔᲕᲐ

კვლევითი ცენტრები

ნვუ-ში მოქმედი კვლევითი ცენტრები ხელს უწყობს მეცნიერების, ინოვაციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას. სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ კვლევით პროექტებში, ითანამშრომლონ ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან და შეიძინონ გამოცდილება, რომელიც მათ აკადემიურ განვითარებასა და კვლევას შეუწყობს ხელს.

ბიბლიოთეკა და ელ. რესურსები

თანამედროვე საბიბლიოთეკო სივრცე და მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსები სანდო, მაღალი ხარისხის აკადემიურ ლიტერატურასა და სამეცნიერო ბაზებზე უწყვეტ წვდომას უზრუნველყოფს.

ᲒᲚᲝᲑᲐᲚᲣᲠᲘ ᲮᲔᲓᲕᲐ

საერთაშორისო გარემო

სტუდენტები და აკადემიური პერსონალი

90+ ქვეყნიდან

გაცვლითი პროგრამები და პარტნიორები

40+ ქვეყანაში
ᲠᲔᲒᲘᲡᲢᲠᲐᲪᲘᲐ

სადოქტორო პროგრამაზე რეგისტრაცია

  • განაცხადის წარდგენა
    არაუგვიანეს 18 სექტემბრის 12:00 საათისა
  • ინგლისური ენის გამოცდა (საჭიროების შემთხვევაში)
    არაუგვიანეს 18 სექტემბრისა
  • გასაუბრება კანდიდატებთან
    21-25 სექტემბერი
  • შედეგების გაცნობა
    28 სექტემბერი
  • აპელაციის მიღება
    28-29 სექტემბერი
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება
    30 სექტემბერი
ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწარმოებს არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა.

სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის წარმოსადგენი დოკუმენტები

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • მაგისტრის ხარისხის ან მასთან გათანაბრებული საკვალიფიკაციო დოკუმენტის ასლი
  • თუ თქვენ მიღებული გაქვთ მაგისტრის აკადემიური ხარისხი უცხო ქვეყნიდან, უნდა წარმოადგინოთ თქვენი განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • ფოტო
  • ხელმძღვანელის თანხმობა
  • ინგლისური ან სხვა ევროპული ენის (გერმანული, ფრანგული) მინიმუმ B2 დონის საერთაშორისო სერტიფიკატის ასლი ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი (იხ. დეტალურად); *განათლების სადოქტორო პროგრამის შემთხვევაში — ინგლისური ენის C1 დონეზე ფლობის საერთაშორისო სერტიფიკატის ასლი — იხილეთ აღიარებული სერტიფიკატების სია
  • სამხედრო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისათვის: სამხედრო აღრიცხვის დოკუმენტის ასლი
  • ნაშრომის სავარაუდო სახელწოდება და სტრუქტურა
  • დაგეგმილი კვლევის აღწერა
  • ავტობიოგრაფია / CV
ᲓᲐᲯᲐᲕᲨᲜᲔ ᲙᲝᲜᲡᲣᲚᲢᲐᲪᲘᲐ

დაჯავშნე კონსულტაცია ონლაინ

ჩვენი წარმომადგენლები დაგეხმარებიან სადოქტორო პროგრამებთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, ასევე სააპლიკაციო პროცესის სწორად წარმართვაში.

კონსულტაციის დაჯავშნა →
+995 32 24 24 440სატელეფონო ცენტრი
[email protected]ელ. ფოსტა
ᲡᲐᲓ ᲒᲕᲘᲞᲝᲕᲘ

ჩვენი მისამართები

ეკო კამპუსი
თბილისი, ნ. ბოხუას ქუჩა 11
მარშრუტის ნახვა →
ნეო კამპუსი
თბილისი, ლუბლიანას ქუჩა 15ა
მარშრუტის ნახვა →