ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲘ: WILLEM C. VIS ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲙᲝᲛᲔᲠᲪᲘᲣᲚᲘ ᲐᲠᲑᲘᲢᲠᲐᲟᲘᲡ ᲘᲛᲘᲢᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲘᲡ ᲒᲣᲜᲓᲘᲡ ᲛᲬᲕᲠᲗᲜᲔᲚᲘ
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს კონკურსს Willem C. Vis სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული სასამართლო პროცესის (Vis Moot) გუნდის მწვრთნელის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პროფესიონალს, რომელიც გაუძღვება სტუდენტურ გუნდს და უზრუნველყოფს მათ სათანადო მომზადებას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იურიდიული კონკურსისთვის.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- გუნდის შერჩევის, მომზადებისა და კონკურსში მონაწილეობის პროცესის ორგანიზება და მართვა.
- სტუდენტებისთვის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟისა და საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის (CISG) საბაზისო საკითხების, ასევე შესაბამისი კვლევის წყაროებისა და მეთოდების გაცნობა და სწავლება.
- წერილობითი პოზიციების (მემორანდუმების) მომზადების გეგმის შემუშავება და გუნდთან რეგულარული სამუშაო შეხვედრების ორგანიზება.
- სტუდენტების მიერ მომზადებული წერილობითი ნაშრომების წაკითხვა, ანალიზი და შესაბამისი უკუკავშირის მიწოდება, ასევე მემორანდუმის წერის ტექნიკის შესახებ ზოგადი რეკომენდაციების გაცემა.
- ზეპირი გამოსვლებისთვის (Oral Advocacy) პრაქტიკული სავარჯიშოების დაგეგმვა, საცდელი რაუნდების (Practice Moots) ორგანიზება და ამ პროცესისთვის მსაჯების (არბიტრების) მოძიება და მოწვევა.
- გუნდის წევრებისთვის რეგულარული კონსულტაციების გაწევა და მათი კითხვებისთვის ხელმისაწვდომობა მთელი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში.
- შეჯიბრის ეტაპებზე გუნდის მხარდაჭერა, მათ შორის, წინასწარ რაუნდებსა (Pre-moots) და მთავარ შეჯიბრზე (ვენაში) დასწრება.
- კონკურსთან დაკავშირებული საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება, რაც მოიცავს რეგისტრაციის პროცესისა და შეჯიბრის სხვა deadline-ების კონტროლს, ურთიერთობას უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, მოგზაურობის დაგეგმვას, გუნდის ბიუჯეტის მართვაში ჩართულობას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟისა და სახელშეკრულებო სამართლის მიმართულებით ძლიერი ინტერესი და ცოდნა.
- ინგლისური ენის უმაღლეს დონეზე ფლობა, როგორც წერილობითი, ისე ზეპირი კომუნიკაციისთვის.
- მაღალი დონის ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები.
- გუნდური მუშაობის პრინციპების ცოდნა და სტუდენტებთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი.
- Vis Moot-ში მონაწილეობის გამოცდილება, ვენის ზეპირ რაუნდებში მონაწილეობის ჩათვლით.
- იმიტირებულ სასამართლო პროცესებში (Moot Courts) მწვრთნელობის გამოცდილება (Vis Moot-ში მონაწილეობის/მწვრთნელობის გამოცდილება) ჩაითვლება უპირატესობად.
- მზაობა და დროის რესურსი სტუდენტებთან რეგულარული შეხვედრებისთვის.
სამუშაო პირობები:
- სამუშაოს ხანგრძლივობა: 2026 წლის 21 სექტემბერი - 2027 წლის 30 მარტი.
- ანაზღაურებაზე შეთანხმება მოხდება ინდივიდუალურად.
- ანგარიშვალდებულება: მწვრთნელი იმუშავებს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ (ზედამხედველი: სოფიო ტყემალაძე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორი).
განაცხადის შემოტანის წესი: დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:
- ინგლისურენოვანი რეზიუმე (CV).
- სამოტივაციო წერილი (Cover Letter) ინგლისურ ენაზე, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი კანდიდატის გამოცდილება იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, საორგანიზაციო უნარები, ასევე ინტერესი და კომპეტენცია არბიტრაჟისა და სახელშეკრულებო სამართლის სფეროში და მოტივაცია გაუძღვეს ნიუ ვიჟენის გუნდს.
გთხოვთ, განაცხადი გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე - [email protected]
სათაურის ველში (Subject line) აუცილებლად მიუთითეთ: "Coach - Willem C. Vis Moot".
- განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 11 სექტემბერი, 2026 წელი.
- შერჩევის ეტაპი: შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.