ᲦᲘᲐ ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲘ ᲐᲙᲐᲓᲔᲛᲘᲣᲠᲘ ᲗᲐᲜᲐᲛᲓᲔᲑᲝᲑᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲡᲐᲙᲐᲕᲔᲑᲚᲐᲓ

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

  • მედიცინისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით: 5 პროფესორი, 5 ასოცირებული პროფესორი, 3 ასისტენტი;
  • სტომატოლოგიის მიმართულებით: 2 პროფესორი, 1 ასისტენტი;
  • სამართლის მიმართულებით: 2 ასისტენტი;
  • პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით: 3 ასოცირებული პროფესორი, 3 ასისტენტი.
  • განათლების მეცნიერებების მიმართულებით: 4 პროფესორი;
  • ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით: 2 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტი;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით: 2 ასოცირებული პროფესორი.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  • პირადობის მოწმობის ან/და პასპორტის ასლი;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის (დიპლომის) ასლი;
  • შესაბამისი მიმართულების 1 სილაბუსი (იხ. სილაბუსის საუნივერსიტეტო ფორმა);
  • სამეცნიერო‐პედაგოგიური საქმიანობის შესაბამისი პერიოდის დამადასტურებელი ცნობა;
  • რეზიუმე (CV), რომელშიც უნდა აისახოს ინფორმაცია კონკურსანტის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ის, ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღებული სტიპენდია-გრანტებისა და ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ.

კონკურსანტმა განცხადებაში უნდა მიუთითოს სასწავლო/კვლევითი მიმართულება და წარმოადგინოს საუნივერსიტეტო გარემოში მისი განვითარების პერსპექტივის ხედვა.

კანდიდატების შერჩევა, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოხდება მათი კვლევითი კონცეფციიდან და ასევე, საგანმანათლებლო პროგრამისა და მიმართულების შესაბამისი სასწავლო კურსების განხორციელების ხედვიდან გამომდინარე.

კონკურსანტის შეფასება ხდება კანონმდებლობით დადგენილი (ძირითადი) და საუნივერსიტეტო (დამატებითი) კრიტერიუმებით. ამასთან, ძირითადი კრიტერიუმები შეიძლება ეფუძნებოდეს კანონმდებლობით დადგენილ ნებისმიერ საგამონაკლისო წესს.

კანონმდებლობით დადგენილი (ძირითადი) კრიტერიუმებია:

  • აკადემიური ხარისხი: პროფესორის, ასოცირებული და ასისტენტ‐პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა დოქტორის აკადემიური ხარისხი, ხოლო ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი;
  • სამეცნიერო‐პედაგოგიური საქმიანობა: პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო‐პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6, ხოლო ასოცირებული პროფესორს არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

განაცხადი მიიღება 2025 წლის 22 სექტემბრამდე, თანდართული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით ⬇️

 

NewVision University Logo

დასაშვები ფაილები: pdf, docx, xlsx
დასაშვები ფაილები: pdf, docx, xlsx, txt, png, jpg, gif
დასაშვები ფაილები: pdf, docx, xlsx, txt, png, jpg, gif
დასაშვები ფაილები: pdf, docx, xlsx, txt, png, jpg, gif
დასაშვები ფაილები: pdf, docx, xlsx, txt, png, jpg, gif
დასაშვები ფაილები: pdf, docx, xlsx, txt, png, jpg, gif