კულტურული ფესტივალი 2025:

2025 წლის კულტურული კარნავალი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ახალ კამპუსში, ზარაფხანას შენობაში გაიმართა და სხვადასხვა კულტურის შეხვედრისა და გაზიარების დღესასწაულად იქცა. ამ მრავალფეროვნების აღსანიშნავად ღონისძიებამ სტუდენტები, ლექტორები და თანამშრომლები გააერთიანა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ტრადიციული ცეკვები და სიმღერები, სამოსის ფერადოვანი შოუ, თემატური კუთხეები და სხვადასხვა ქვეყნის ავთენტური კერძები. თითოეული აქტივობა მონაწილეებს საშუალებას აძლევდა, ახლოს გაცნობოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის კულტურასა და ტრადიციებს.

ღონისძიება გამახალისებელი მუსიკალური პროგრამით დასრულდა. კულტურული კარნავალი ყოველწლიურად გვახსენებს ერთიანობის, ურთიერთპატივისცემისა და ინკლუზიურობის მნიშვნელობას საუნივერსიტეტო გარემოში.

კულტურული ფესტივალი 2024:

31 მაისს უნივერსიტეტმა უმასპინძლა კულტურულ კარნავალს _ ფერად ღონისძიებას, რომელმაც სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციის მქონე სტუდენტები ერთად შემოიკრიბა.

ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, გაცნობოდნენ ერთმანეთის მდიდარ ტრადიციებს და წარმოეჩინათ საკუთარი ნიჭი სანახაობრივი ცეკვების, მუსიკალური და პოეტური ნომრების მეშვეობით.
მომდევნო ეტაპზე გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ჩვენი კალათბურთის გუნდმა @nvuballers-მა.

კარნავალზე განთავსებული იყო კვების კიოსკები, სახისა და ჰენას მოხატვის კუთხეები, რაც კიდევ უფრო ამრავალფეროვნებდა სადღესასწაულო ატმოსფეროს.
საღამო ენერგიულად და მხიარულად დასრულდა DJ DUCK & DULAN-ის მუსიკალური რეპერტუარით.

კულტურული ფესტივალი 2023:

23 ივნისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში კულტურის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაზე გაიმართა მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენები. სტუმრებმა დააგემოვნეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული სამზარეულო და მოიხატნენ ბუნებრივი საღებავებით.

ფესტივალი დასრულდა ინტერაქტიული თამაშებით, გამარჯვებულებს  საჩუქრად ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ბრენდირებული აქსესუარები გადაეცათ.

Img 2877

კულტურული მრავალფეროვნების კლუბი

ეს არის სივრცე, სადაც ერთად ვზეიმობთ მრავალფეროვნებას. ჩვენ გვჯერა, რომ განათლება მხოლოდ წიგნებითა და სტეტოსკოპებით არ შემოიფარგლება, ამიტომ შევქმენით დინამიკური სივრცე, სადაც წახალისებულია კულტურათაშორისი კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გარშემო არსებული განსხვავებულობების სიღრმისეული აღქმა.

უკვე არაერთი გამორჩეული ღონისძიება ჩავატარეთ, რომლებმაც სტუდენტებისგან ბევრი დადებითი ემოცია დაიმსახურა, კულტურულ კარნავალს კი ნიუ ვიჟენი ყოველ წელს განსაკუთრებული სითბოთი ელის.

შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი გუნდის ნაწილი.

Request access