ჩატარებული ღონისძიებები
PDMD 2025: კონფერენცია პარკინსონის დაავადებისა და მოძრაობის დარღვევების შესახებ
1-2 მაისი, 2025
საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია პარკინსონის დაავადებისა და მოძრაობის დარღვევების თემაზე. ღონისძიება გაიმართა ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IBRO) და საქართველოს ნეირომეცნიერების ასოციაციის (GNA) პარტნიორობით.
კონფერენციამ გააერთიანა სპეციალისტები საქართველოდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
პროგრამის ფარგლებში NVU დენდის წარმომადგენლები გაუძღვნენ ინტერაქტიულ სემინარს ნეირომეცნიერებაში VR ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.
სემინარი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

1 მაისი, 2025
ღონისძიება მოიცავდა დისკუსიას თემაზე: „როგორ მოქმედებს მენტალური ჯანმრთელობა დანაშაულებრივ ქცევაზე, ართულებს გამოჯანმრთელებასა და პოსტოპერაციულ შედეგებს“. დისკუსიას უძღვებოდნენ სასამართლო და ზოგადი ფსიქიატრი ვანდა ჭანტურიძე და ნეიროქირურგი მადონა ახობაძე. განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: სად გადის ზღვარი კრიმინალურ განზრახვასა და ფსიქიკური აშლილობისგან გამოწვეულ ქცევას შორის, არიან თუ არა ფსიქიკური დაავადების მქონე პაციენტები უფრო მოწყვლადნი ოპერაციისშემდგომი ბოდვისა (post-op delirium) ან ქრონიკული პოსტოპერაციული ტკივილის განვითარების მიმართ. რა სისტემური ცვლილებებია საჭირო ფსიქიატრიულ და ფიზიკურ ჯანდაცვას შორის არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად კრიმინალური სამართლისა და რეაბილიტაციის კონტექსტში.
მონაწილეებს დახვდათ ფსიქოფარმაკოლოგიის კუთხე, ხელოვნების სივრცე და მადლიერების კედელი. სტუდენტებმა შეზღუდულ დროში გამოსცადეს ნეიროქირურგიული უნარები ქირურგიული ინსტრუმენტების გამოყენებით „მიკროსკოპული ბურგერის“ აწყობით.


26-27 აპრილი, 2025
ტუტორების სესია: შინაგანი მედიცინა II
ორდღიანი სესია შინაგანი მედიცინის ფინალური OSCE გამოცდისთვის მოსამზადებლად.
სესია 1 (26 აპრილი, 6 საათი): მოიცავდა OSCE-ის შემთხვევების განხილვასა და კლინიკური გამოკვლევის ძირითადი ტექნიკებისა და დიაგნოსტიკური მიდგომების სწავლებას.
სესია 2 (27 აპრილი, 3 საათი): იმიტირებული გამოცდა. შეზღუდულ დროში სტუდენტებს უნდა დაეძლიათ სხვადასხვა საგამოცდო კომპონენტი.
ღონისძიებამ ხელი შეუწყო როგორც პროფესიული კომპეტენციების გამყარებას, ასევე გამოცდისთვის თვითდაჯერებულობის ამაღლებას.
21 მარტი, 2025
ღონისძიება ინსულტის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად
სემინარი მოიცავდა ორ ძირითად სეგმენტს:
1. იშემიური ინსულტის პათოფიზიოლოგია სიმპტომების ადრეულ ამოცნობისა და დიაგნოსტიკის ინსტრუმენტები: კომპიუტერული ტომოგრაფია (CTA), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და ცერებრალური ანგიოგრაფია.
2. თრომბექტომიის პრაქტიკული სიმულაცია: მონაწილეები სპეციალურ მოდელზე ასრულებდნენ პროცედურას _ თიხის „თრომბი“ მავთულით ბლოკავდა არტერიას, მონაწილეებმა გამოიყენეს ასპირაციული კათეტერები თრომბის მოსაცილებლად და პროცედურა დაასრულეს ე.წ. „პარაშუტის ანასტომოზით“.
დენდის დღე 2024: გახსნითი ღონისძიება | ნეიროქირურგიული განათლებისა და ინოვაციების ზეიმი
22 სექტემბერი, 2024
კლუბის მიზანია ინტერაქტიული და აქტიური სასწავლო გარემოს შექმნა ნეიროქირურგიითა და ნევროლოგიით დაინტერესებული მედიცინის სტუდენტებისა და პროფესიონალებისათვის. ღონისძიების მთავარი ამოცანა იყო უახლესი გამოცდილების გაზიარება, პრაქტიკული სწავლება და დისკუსიების ორგანიზება ნეიროქირურგიის სფეროში არსებულ მიღწევებზე.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ ნეიროქირურგები და ფსიქიატრები: ლიკა ხორბადაძე, მადონა ახობაძე, მადონა სეხნიაშვილი და მაგდა გერანტია.
ღონისძიების ფარგლებში განიხილეს თემები:
- ლუმბარული პუნქცია და ცერებროსპინალური სითხის (CSF) ანალიზი: პრაქტიკული სემინარი, სადაც მონაწილეებმა ისწავლეს ლუმბარული პუნქციის ტექნიკა და მისი მნიშვნელობა ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკაში.
- ნეირორადიოლოგია: დეტალური მიმოხილვა გამოსახულების ტექნიკებისა და მათი ნეიროქირურგიაში გამოყენების შესახებ.

- Neuronerds ტვინის ანატომია: სესია დაეთმო ტვინის ანატომიისა და კლინკურ გარემოში მისი მნიშვნელობის დეტალურ განხილვას.
- ნეიროქირურგია: დისკუსია ოპერაციის შემდგომი მოვლისა და მონიტორინგის მნიშვნელობაზე.
ვორქშოპი დასრულდა შეჯიბრებით: Brain Bee. მონაწილეებმა გამოავლინეს საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები ნეიროქირურგიის დარგში, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.

დენდის ნეიროქირურგიული ორგანიზაცია
უოლტერ ე. დენდი (1886–1946) იყო ამერიკელი ნეიროქირურგიის პიონერი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნეიროქირურგიის, ცერებროვასკულარული დაავადებებისა და ნეიროანატომიის განვითარების პროცესში. მისმა კვლევებმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ნეიროქირურგიულ მეთოდებს.
უოლტერ ე. დენდის ნეიროქირურგიული ორგანიზაცია დაარსდა მისი მემკვიდრეობის პატივსაცემად და მისივე ხედვის გასაგრძელებლად, ნეიროქირურგიაში განათლებისა და პროფესიული თანამშრომლობის წასახალისებლად. ორგანიზაციის მიზანია ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა ნეიროქირურგებს შორის მსოფლიოს მასშტაბით, რათა შენარჩუნდეს დენდის მიდგომა ინოვაციებისა და პაციენტებზე ზრუნვის საკითხებში.



