ჩატარებული ღონისძიებები

ბადმინტონის ტურნირი 2025 (ნვუ & თსსუ)
ამხანაგური ტურნირი გაიმართა ნიუ ვიჟენისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის. ტურნიტი გაგრძელდა 4 კვირის განმავლობაში და საერთო ჯამში, მასში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა სტუდენტმა.
შეჯიბრებისთვის გამოიყო თსსუ-ს სივრცე, პრიზები კი უზრუნველყო ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ 5 კატეგორიაში: ინდივიდუალური შეჯიბრი ვაჟებისათვის, ინდივიდუალური შეჯიბრი გოგონებისათვის, შერეული წყვილები, ვაჟთა წყვილები და გოგონათა წყვილები. ისინი თასებით, მედლებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
ბადმინტონის ტურნირი 2024
2024 წლის 9 ნოემბერს ბადმინტონის კლუბმა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ბადმინტონის ტურნირი გამართა. ტურნირი მოიცავდა ხუთ კატეგორიას: ინდივიდუალური შეჯიბრი ვაჟებისათვის, ინდივიდუალური შეჯიბრი გოგონებისათვის, შერეული წყვილები, ვაჟთა წყვილები და გოგონათა წყვილები.
ტურნირის მიზანი იყო მეგობრულ გარემოში ჯანსაღი კონკურენციის წახალისება. მონაწილეებმა გამოავლინეს მაღალი დონის მოთმინება, ტექნიკა და გუნდური სულისკვეთება, რამაც ტურნირს გამორჩეული ენერგია და ჟღერადობა შესძინა.
შეჯიბრის ბოლოს გამარჯვებულები და ფინალისტები თასებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.






