მიზნები
- ხელი შევუწყოთ ანიმეში ასახული იაპონური თუ სხვა კულტურების შესახებ ცნობიერების ამაღლებას დისკუსიების, ჩვენებებისა და სხვა ღონისძიებების დახმარებით
- წევრებს მივცეთ შესაძლებლობა, შეისწავლონ ანიმეს ისტორია, ჟანრები, წარმოების ტექნიკები, გავლენა მსოფლიო მედიასა და პოპულარულ კულტურაზე
- მიმღებლობის გაზრდა მრავალფეროვნების, განსხვავებული შეხედულების, გამოცდილებებისა და გემოვნების მიმართ
- შევქმნათ მეგობრული და ინკლუზიური გარემო, სადაც ანიმეს მოყვარულებს ექნებათ შესაძლებლობა, შეხვდნენ ერთმანეთს, გაიზიარონ ინტერესები და დაამყარონ მეგობრული ურთიერთობები
- თანამშრომლობის წახალისება სხვა სტუდენტურ საზოგადოებებთან და ორგანიზაციებთან, რათა გავზარდოთ ანიმეს ცნობადობა
- დავეხმაროთ ახალბედა ანიმე-მოყვარულებს შესაბამისი რეკომენდაციებით ინტერესების შესაბამისად, რათა გაუმარტივდეთ სხვადასხვა ჟანრისა აღმოჩენა
- წავახალისოთ სტუდენტები, გამოავლინონ კრექტიულობა ფან-არტის, ქოსფლეის, წერილობითი თუ სხვა შემოქმედებითი ფორმით
- წევრებს მივცეთ შესაძლებლობა, დაიკავონ ლიდერის როლი ღონისძიებების ორგანიზებისას, განივითარონ ორგანიზაციული, კომუნიკაციისა და ღონისძიებების დაგეგმვის უნარები
ჩატარებული ღონისძიებები

ანიმე კლუბის სადებიუტო ღონისძიება
25 მაისს NVU ანიმე კლუბმა გამართა პირველი ღონისძიება კლუბის დაარსების დღიდან. ღონისძიება გაიმართა ორგანიზაცია INCLUSIPINK-თან თანამშრომლობით, რომელიც ეყრდნობა ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის იდეებს.
ღონისძიება დაიწყო ორივე ორგანიზაციის გაცნობით, რასაც მოჰყვა ანიმეს თემატიკაზე მომზადებული ვიქტორინა და გამარჯვებულთა დაჯილდოება. ბოლოს გაიმართა ცნობილი იაპონური ანიმეს _ „აჩრდილწაღებულის“ (Spirited Away) ჩვენება. სტუდენტებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ტკბილეული და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ ცოდნა ანიმეებისა და მანგებისადმი.
დაგეგმილი აქტივობები
წიგნების კლუბი (მანგა): წევრები კვირის განმავლობაში კითხულობენ განსაზღვრული რაოდენობის თავებს და ერთად განიხილავენ მათ.
ფილმის ჩვენების საღამო: თვეში ერთხელ ანიმე ფილმის ან სერიალის ჩვენება.
ანიმეს ვიქტორინის ღამე: შეჯიბრი ანიმეს შესახებ _ გამარჯვებულებისთვის გათვალისწინებულია პრიზები.
ზამთრის ქოსფლეი: ქოსფლეი (პერსონაჟად გარდასახვა) შეჯიბრი სემესტრის ბოლოს _ საუკეთესო კოსტიუმებისთვის გათვალისწინებული იქნება პრიზები.
ანიმე კლუბის გაცნობითი შეხვედრა: ღონისძიება წევრების ერთმანეთთან და კლუბის ლიდერებთან დასაახლოებლად.

ანიმე კლუბი
ჩვენი მიზანია ანიმეს მოყვარულებისათვის შევქმნათ მეგობრული გარემო, სადაც წევრები შეძლებენ ხელოვნების ინოვაციური ფორმების გაცნობას, ინტერესების გაზიარებას, კულტურული ხედვის გაფართოებასა და პიროვნულ განვითარებას.
ჩვენებებში, დისკუსიებსა თუ სხვა აქტივობებში ჩართვით, კლუბის წევრები მიიღებენ ცოდნას ანიმეს კრეატიულობის, ენობრივი შინაარსისა და კულტურული გავლენის შესახებ, ამავდროულად კი განავითარებენ მეგობრულ ურთიერთობებს, თანამშრომლობისა და პიროვნულ უნარებს. ვიმედოვნებთ, გავაღრმავოთ ანიმესადმი ინტერესი და გამოვკვეთოთ მისი როლი მსოფლიო პოპ-კულტურაში.