დაგეგმილი აქტივობები
კლუბის საქმიანობა მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც რეგულარულ შეხვედრებს, ისე საზოგადოებრივად სასარგებლო ღონისძიებებს:
კვირეული გასვლები: კვირაში ერთხელ კლუბის წევრები ეწვევიან ქალაქის სხვადასხვა საკონდიტროს, კაფესა და დესერტ-ბარს. თითოეულ ვიზიტზე აღმოვაჩენთ, დავაგემოვნებთ და შევაფასებთ ახალ ტკბილეულობას.
საქველმოქმედო ბაზრობა: კლუბი პერიოდულად გამართავს ტკბილეულის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას, შემოსული თანხა კი გადაერიცხება საქველმოქმედო ფონდებს.
Sweet Treat Society სულ ახლახანს დაარსდა. თვალი ადევნეთ მომავალ ღონისძიებებსა და მათში მონაწილეობის შესაძლებლობებს, რადგან კლუბი განვითარებას სწორედ ახლა იწყებს!

Sweet Treat Society
Sweet Treat Society მიზნად ისახავს სტუდენტების გაერთიანებას ტკბილეულისადმი სიყვარულის გაზიარებით, მეგობრული გარემოს შექმნას სოციალური ურთიერთობებისა და ახალი კავშირების ჩამოსაყალიბებლად.