დაგეგმილი აქტივობები
სოფტვეარ სტარტაპ ინკუბატორი: პროგრამის მიზანია ახალბედა მეწარმეების მხარდაჭერა იმ ინსტრუმენტებითა და რესურსებით, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს საკუთარი იდეები წარმატებულ სტარტაპებად გარდაქმნან.
განმარტებები TikTok-ის მედია სტარტაპ ეკოსისტემაზე: განხილული იქნება უახლესი ტრენდები, წარმატებული მაგალითები და სოციალური მედიის გამოყენების გზები სტარტაპების ზრდისთვის.
პოდკასტი: ინტერვიუების სერია სტარტაპებთან მათ ისტორიებზე, გამოწვევებსა და მიღწევებზე. პოდკასტი მიზნად ისახავს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ფართო აუდიტორიისთვის.
სტარტაპ ფესტივალი: უკვე არსებული სტარტაპები ისაუბრებენ საკუთარ გამოცდილებაზე და განიხილავენ რეალურ მეწარმეობრივ ისტორიებს დისკუსიებისა და პრეზენტაციების სახით.
NVU I-Lab სულ ახლახანს დაარსდა. თვალი ადევნეთ მომავალ ღონისძიებებსა და მათში მონაწილეობის შესაძლებლობებს, რადგან კლუბი განვითარებას სწორედ ახლა იწყებს!